თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
უკრაინული "ილიჩივეცის" ქართველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა. 19 წლის ნახევარმცველმა მუხლი სამი კვირის წინ, ოდესის "ჩერნომორეცთნ" თამაშისას დაიზიანა.

მარიუპოლელთა გუნდში დონეცკის "შახტარიდან"განათხოვრებულმა ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო კურსი "შახტარში" გაიარა.

"პროცედურები დონეცკში ჩამიტარეს, იქ მომარჩინეს და სამი დღეა, რაც ვარჯიში დავიწყე, იმედია, მომდევნო ტურში უკვე მწობრში ვიქნები და თამაშის საშუალებაც მომეცემა," - ამბობს ოქრიაშვილი.

მომდევნო ტურში "ილიჩივეცი" დონეცკის "მეტალურგს" ეთამაშება და, სავარაუდოდ, თორნიკე განაცხადში იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული