თორნიკე ოქრიაშვილს ევროპაში სურს

AutoSharing Option
19 წლის ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს უკრაინულ "ილიჩივეცთან" საიჯარო ვადა დეკემბრის ბოლოს უმთავრდება. თორნიკე მარიუპოლში დონეცკის "შახტარიდან" არის განათხოვრებული. დონეცკელებმა (რომლებთანაც ოქრიაშვილს 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს) იგი "ილიჩივეცში" სათამაშო პრაქტიკის მიზნით გაანათხოვრეს, თუმცა ქართველმა ჯერ არ იცის, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ სად გააგრძელებს კარიერას.

უკრაინაში ზამთრის შესვენებამდე ერთი ტურიღა დარჩა და, როგორც ოქრიაშვილმა გვითხრა, ან "შახტარში" დაბრუნდება, ან რომელიმე ევროპულ გუნდს მიაშურებს.

- ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, "ილიჩივეცს" კი უნდა ჩემი
დატოვება, მაგრამ ეს მე არ მინდა, ასე რომ, არ ვიცი, რა და როგორ იქნება. დარჩენის შანსები 50/50-ზეა, ახლა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. მინდა, ან დონეცკში დავბრუნდე, ან ევროპაში წავიდე ისევ იჯარით.

- რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი?
- ბელგია, გერმანია, ჰოლანდია. მალე შესვენება დაიწყება და აგენტთან ერთად გადავწყვეტ ყველაფერს.

- ჰოლანდია ახსენე და, "ვიტესი" ხომ არ გიწვევს?
- არა, "ვიტესი" გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ "ილიჩივეცს" 20 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. ბოლო ტურში მარიუპოლელებმა საკუთარ არენაზე "დნიპროს" 3:2 სძლიეს. ეს შეხვედრა ოქრიაშვილმა სასტარტოში დაიწყო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და მე-60 წუთზე ტრავმის გამო გამოცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული