მამუკა ღონღაძე ლატვიაში მწვრთნელებმაც აღიარეს

AutoSharing Option
მამუკა ღონღაძე ლატვიაში კიდევ ერთხელ აღიარეს. 21 გოლით ვირსლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გასული "დაუგავას" თავდამსხმელი პირველად პოპულარულმა გამოცემა "სპორტცენტრმა" დაასახელა წლის სიმბოლურ ნაკრებში.

ჩემპიონატის დასრულებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ კი სეზონის 22 გამორჩეული მოთამაშის სია ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭომ გამოაქვეყნა.

"ჩვენ არ ვაპირებთ მედიასთან პოლემიკას, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს ლამის ყველა მედიასაშუალება საკუთარ სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს. ხშირ შემთხვევაში ეს პირად სიმპათია-ანტიპათიას ეფუძნება. ამიტომაც ჩვენ ვაქვეყნებთ სიას, რომელიც სპეციალისტებმა შეადგინეს", - წერს დაუგავას საინფორმაციო-გასართობი პორტალის ჟურნალისტი.

"დაუგავას" ქართველი
საუკეთესო მარჯვენა თავდამსხმელად დასახელდა, მეორეზე კი "ელგავას" ფორვარდი, ვლადისლავ კოზლოვი აღმოჩნდა.

ასე რომ, ღონღაძე მედიის სიმპათიითაც სარგებლობს და სპეციალისტებიც აღიარებენ. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა სეზონის დასრულების შემდეგ უკრაინის ბევრად ძლიერი ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბში - ამჟამად 26 წლის თავდამსხმელი ლუგანსკის "ზარიაში" ვარჯიშობს, კონტრაქტს კი, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ,მამუკა, აბა შენ იცი,გვასახელე
mate
12:36 16-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული