ჩვენი პოლონელი კოლეგების ცნობით, გურულსა და პოლონურ მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ გურულმა მიმდინარე სეზონი უკრაინის პრემიერლიგაში, ლვოვის "კარპატიში" გაატარა, სადაც შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინელებთან ქართველს კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 600 ათასი ევროა.
გურული პოლონურ კლუბში სინჯებზე შაბათს გამოჩნდა და, როგორც ჩანს, მათთვის თავის მოწონება მალე მოახერხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"