20 წლის ნახევარმცველმა კოჭის ტრავმა მიიღო, რომელიც საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. გერმანიის მოქალაქე ქართველს ექიმებმა სამთვიანი დასვენება გამოუწერეს.
20 წლის შემტევი პირველი ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "აუგსბურგში" "ვოლფსბურგმა" ორი წლით გაანათხოვრა, სადაც დრო და დრო ახერხებდა ჩვენებური თავის გამოჩენას, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არც თუ ხშირად ჩანდა.
ვიდრე გოგია ტრავმას მოიშუშებს, შესაძლოა მისი გუნდი პირველ ბუნდესლიგას დაემშვიდობოს და ქართველმა ახალი სეზონი დაბალ ლიგაში დაიწყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"