მალხაზ ასათიანს ოთხი მატჩი მიუსაჯეს

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში, ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი მალხაზ ასათიანი კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში. საქმე ის არის, რომ ცსკა-სთან მატჩის მსვლელობისას ასათიანსა და არმიელთა ლეგიონერ მარკ გონსალესს შორის ინციდენტი მოხდა. მორიგი უხეში თამაშისას ასათიანი წაქციეს. მალხაზი გაცხარდა და ჩილელ გონსალესს სახეში ბურთი ესროლა. არმიელი ლათინოსიც არ დაცხრა და ასათიანის თავი ჩაარტყა. დაპირისპირებული მხარეები ფეხბურთელებს რომ არ დაეწყნარებინათ, საქმე უფრო გართულდებოდა. არბიტრმა მოჩხუბრები მოედნიდან გააძევა. რუსეთის საფეხბურთო კავშირში, კონტროლისა და დისციპინის კომიტეტში ამ საკითხზე უკვე იმსჯელეს და გადაწყვეილებაც
მიიღეს. როგორც ირკვევა, მალხაზ ასათიანი და მარკ გონსალესი 4-4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ასათიანის ქმედებასა და მის მიმართ განხორციელებული სანქციას რუსულ პრესასთან საუბარში "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი იური სიომინიც შეეხო.

"ცსკა-სთან შეხვედრა, მიმდინარე სეზონში ასათიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ქართველი მცველი საიმედო თამაშით გამოირჩეოდა და მეტოქე ბევრჯერ გააწბილა. მალხაზი არ არის ემოციური და აგრესიული პიროვნება და მეც გამიკვირდა ამ ინციდენტის მონაწილე რომ შეიქმნა. თავადაც უჭირს ამის ახსნა. ბევრი ქულა დავკარგეთ და როგორც ჩანს, წარუმატებლობებმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ ასათიანის გაცხრება, მან ნერვები ვერ მოთოკა. თუმცა ეს მის საქციელს სულაც არ ამართლებს. ჩემი აზრით, ასათიანი უნდა დასჯილიყო, მაგრამ ასე არა. მის მიმართ განხორციელებული სანქცია მკაცრად მიმაჩნია", - აღნიშნა იური სიომინმა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული