ასათიანის ქმედებასა და მის მიმართ განხორციელებული სანქციას რუსულ პრესასთან საუბარში "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი იური სიომინიც შეეხო.
"ცსკა-სთან შეხვედრა, მიმდინარე სეზონში ასათიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ქართველი მცველი საიმედო თამაშით გამოირჩეოდა და მეტოქე ბევრჯერ გააწბილა. მალხაზი არ არის ემოციური და აგრესიული პიროვნება და მეც გამიკვირდა ამ ინციდენტის მონაწილე რომ შეიქმნა. თავადაც უჭირს ამის ახსნა. ბევრი ქულა დავკარგეთ და როგორც ჩანს, წარუმატებლობებმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ ასათიანის გაცხრება, მან ნერვები ვერ მოთოკა. თუმცა ეს მის საქციელს სულაც არ ამართლებს. ჩემი აზრით, ასათიანი უნდა დასჯილიყო, მაგრამ ასე არა. მის მიმართ განხორციელებული სანქცია მკაცრად მიმაჩნია", - აღნიშნა იური სიომინმა.