ლევან ყენია უკვე მწყობრშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და გელზენკირხენის "შალკეს" შემტევ ნახევარმცველ ლევან ყენიას ტრავმების გამო თითქმის წელიწადი გაუცდა. "ხუმარათა" შორის ლევანმა ბოლოს გასული წლის 25 ოქტომბერს, "ჰამბურგის" წინააღმდეგ ითამაშა, როცა 77-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში (3:3 დასრულდა)...

მას მერე ლევანი მკურნალობს. მას ორი ოპერაცია დასჭირდა, რადგან თავდაპირველი ქირურგიული ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა...
თუმცა ეს ავადსახსენებელი პერიოდი უკვე წარსულია. ის სექტემბრის დასაწყისიდან შეუდგა წვრთნას და ახლა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. თავდაპირველად ლევანი "შალკეს" დუბლებში იყო, და აი, უკვე რამდენიმე დღეა, გელზენკირხენელთა მთავარ გუნდში ვარჯიშობს.

გამოჯანმრთელებამდე, ფელიქს მაგათი
ლევანის მდგომარეობით პერიოდულად ინტერესდებოდა და ამხნევებდა. ლევანი უჯკვე მწყობრშია, არაფერი აწუხებს. ყენია ახლა ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზეა ორიენტირებული.

რაც შეეხება უშუალოდ "შალკეს" დღევანდელ ყოფას, "ხუმარებს" საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ აქვთ - ისინი ბუნდესლიგის ოთხივე ტურში დამარცხდნენ და ახლა ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მაგარიააა.... როგორც იქნა...
rati
10:19 22-09-2010
0
მიდი ყენო მიდიიიიი , მაგრა გვჭირდები . მოინდომე როგორც არასდროს რომ კარგ ფორმაში იყო მალტასთან თამაშამდე. მაგარი ხარ და ჯიგრულად და პატრიოტულად მიუდექი ნაკრების თამაშებს
dito
17:56 22-09-2010
0

სიახლეები პოპულარული