შოთა არველაძე აზერბაიჯანელებს: "ნეფთჩის" "ზესტაფონთან" იოლი დღე არ ელის

AutoSharing Option
აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქული "ქაისერისფორის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ადგილობრივი azerisport.com-ის კორესპონდენტს ინტერვიუ მისცა.

შოთა ბაქოში 17 წლამდე გოგონათა შორის მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატის ფინალური სტადიის კენჭისყრას დაესწრო.

- რას იტყვით აზერბაიჯანში ვიზიტზე?
- ძალიან კარგია, რომ მომიწვიეს. დიდი ხანია ბაქოში არ ვყოფილვარ და ძალიან გახარებული ვარ. ბოლოს აქ 2000 წელს ვიმყოფებოდი, როდესაც ჩვენი ქვეყნების ეროვნული გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მახარებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ვიმყოფები. ის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის.

- კენჭისყრის ცერემონიალის ორგანიზება მოგეწონათ?
- ძალიან, ძალიან მომეწონა. ისეთი
კარგი წილისყრის გამართვა შეძელით, ტურნირიც კარგი გამოვა.

- რას ფიქრობთ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ განაცხადზე? საერთოდ, ეს რეაულია?
- შოთა არველაძე მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა და მეტიც, იხვეწებოდა, რათა ჩვენთანაც გამართულიყო რომელიმე დიდი ტურნირი.

ორი თვის წინ ჩვენ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდს ვუმასპინძლეთ, რომლის ფინალურ სტადიაზეც ვითამაშეთ. ვაჯობეთ ინგლისელებს, უკრაინელებსა და ესპანელებს.

ჯგუფური ეტაპის თბილისში მასპინძლობის უფლება რომ არ მოეცათ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე ალბათ ვერ გავაღწევდით.

ასეთი გრანდიოზული შეჯიბრებების მასპინძლობაზე პრეტენდენტობა აუცილებელია.

- ჰო, მართლა, გილოცავთ - საქართველომ ევროპის სუპერთასის მასპინძლობის უფლება მიიღო, რომელიც თბილისში 2015 წელს გაიმართება.
- გმადლობთ. დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლებას კი ახლავე თუ არა, 8-10 წლის შემდეგ აუცილებლად მოგვცემენ.

- სულ მალე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონი" და "ნეფთჩი" დაუპირისპირდებიან.
- საინტერესო დაპირისპირება იქნება. საქართველოს ჩემპიონმა ბოლო დროს ძალიან მოუმატა და "ნეფთჩის" იოლი დღე არ ელოდება. ვნახოთ, რა მოხდება თამაშში.

- თურქეთიდან როგორი ჩანს აზერბაიჯანული ფეხბურთი?
- სიმართლე გითხრათ, თქვენი ფეხბურთისთვის უკეთესი მინდა. გასულ სეზონში მხოლოდ ერთი აზერბაიჯანელი თამაშობდა თურქეთის სუპერლიგაში.

აზერბაიჯანულ ფეხბურთზე ხშირად მიყვება ბაქოს "ინტერის" "მესაჭე" კახა ცხადაძე, ისე კი, ბევრი არაფერი ვიცი. თქვენი ნაკრების თამაშებსაც არ ვუყურებ.

- გუნდში აზერბაიჯანელის მიწვევის სურვილი არასდროს გაგჩენიათ?
- მქონდა შესაძლებლობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ინფორმაციის არქონის გამო ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ასევე იხილეთ:
ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონს" მისთვის უხერხული, ხელოვნურსაფარიანი მოედნით ხვდება
ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული