ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა

AutoSharing Option
10 ივლისს ლევან კობიაშვილი 35 წლის გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100 კეპის მომხვეჭ კობიაშვილს გერმანელებმა ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, აქაოდა, მსაჯ ვოლფგანგ შტარკს ჩაარტყაო.

ერთ-ერთმა ბერლინურმა გამოცემამ კობიაშვილზე მცირე სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაური ასეთია: "კობიაშვილი თითოეულ დღეს ითვლის".

"დისკვალიფიკაცია პრობლემაა ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. ეს ამბავი სულ თავში მიტრიალებს, მაგრამ საკუთარი თავის მოტივაცია ძნელი მაინც არ არის.

დღეებს ვითვლი, თუ როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა"
, - განაცხადა კობიაშვილმა.

ჩვენებურის უდანაშაულობაზე ისიც მოწმობს, რომ კლუბმა მას კონტრაქტი გაუგრძელა და ერთი წლით ისევ "ჰერტას" ფეხბურთელი
იქნება.

დისციპლინარების უსამართლო გადაწყვეტილებას კობიაშვილის რეპუტაცია არ შეულახავს და ის კვლავ სამაგალითოდ რჩება გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.

"გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ახლა იმას ვცდილობ, რომ მათი წინამძღოლობა შევძლო", - ამბობს კობიაშვილი.

დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ "კობის" პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარება 2013 წლის 2 თებერვალს შეეძლება მეორე ბუნდესლიგის ტურში "რეგენსბურგთან".

ბერლინური გამოცემის ჟურნალისტმა გამოთვალა - კობიაშვილს დარჩა 206 დღე.

206 - კობიაშვილი დღეებს ითვლის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
გერმანიის სპორტული სასამართლო: ლევან კობიაშვილმა დანაშაული აღიარა
ვიდეო: არეულობა "ჰერტა"-"ფორტუნას" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული