"ფრაიბურგი" ქართველ ფეხბურთელებს ისევ იწვევს

AutoSharing Option
სააგენტო Fa Players მალხაზ მუსერიძემ, გუგა კაჭახიძემ და ბესო აბაშიძემ ჩამოაყალიბეს და მიზნად მოთამაშეების ევროპაში გაყვანა დაისახეს. უკრაინა-რუსეთში კი პრინციპულად არ სურთ ქართველი ტალანტების გაყვანა და თვლიან, რომ ევროპაში უკეთ გაიზრდებიან და უფრო სპორტული აზროვნება ექნებათ.

მათი მუშაობა ამართლებს კიდეც: დანიაში ორი წლის წინ ჩაყვანილი დავით სხირტლაძე უკვე "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს. ამავე გუნდში იყო ლაშა შინდაგორიძეც, რომელმაც "ორჰუსის" რეზერვისტებში ერთი წელი გაატარა და დანია თებერვალში დატოვა. მერე თბილისში, საფეხბურთო კლუბ "სასკოში" ვარჯიშობდა. ახლახან კი ლაშა ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი კლუბის, პრაღის "დუკლას" ახალგაზრდულ გუნდში სწორედ სააგენტო Fa Players-ის დახმარებით მოხვდა.

ახლა უფრო ხმაურიანი გარიგების ინიციატორები გახდნენ: ჩვენთვის ლამის მშობლიურ გერმანულ "ფრაიბურგში" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ორი ფეხბურთელი ჩაიყვანეს - ვასილ მაისურაძის გუნდის ცენტრალური მცველი და კაპიტანი ნიკა ჭანტურია და თავდამსხმელი დავით ჯიქია.

ორივე მათგანი ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშეს. მათ "ფრაიბურგის" 19-წლამდელთა გუნდში უკვე ივარჯიშეს და კიდევ დარჩებიან.

ორივე ეს მოთამაშე პირველი ლიგის თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა და გერმანელები მოლაპარაკებას მის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან აწარმოებენ.

ვფიქრობთ, ეს ის მაგალითია, როდესაც პირველ ლიგაში გავარდნილი გუნდი უმაღლესი ლიგის ბევრი წარმომადგენლისთვის მაგალითად გამოდგება: ნაკრებისთვის ბევრი ვერ ზრდის ისეთ მოთამაშეებს, როგორც ვითომ გაღარიბებულმა და გავარდნილმა "ლოკომოტივმა" მოახერხა.

ესაა სწორი მუშაობა, თორემ ბევრი გუნდია უმაღლესში, რომლებსაც ასაკობრივი ნაკრებისთვისაც ერთი მოთამაშეც არ მიუწოდებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 Fa Players
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული