გადაყენებულმა ალიევმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძოძუაშვილი მას რჩევებით ეხმარებოდა და რომ ქართველი მწვრთნელის მხრიდან ზეწოლა ან ხელის შეშლა არ ყოფილა. "თურანის" ხელმძღვანელობამ ძოძუაშვილს სიტუაციის რაც შეიძლება
"მომდევნო მატჩებისთვის გუნდს უკვე რევაზ ძოძუაშვილი მოამზადებს. ქართველი მწვრთნელის შესახებ ბევრი მსმენია და იმედი მაქვს, ის შეძლებს ვითარების გამოსწორებას. ძოძუაშვილის მუშაობას უახლოეს 3-5 მატჩში დავაკვირდებით. თუ გუნდს პროგრესი დაეტყობა და საქმე წინ წავა, მაშინ მას ბოლომდე გამოვუცხადებთ ნდობას, თუ არა და, სხვა მწვრთნელს მოვძებნით", - განაცხადა "თურანის" პრეზიდენტმა მუსა სულეიმანოვმა.
შეგახსენებთ, რომ ძოძუაშვილის გარდა, "თურანში" კიდევ სამი ქართველია - 26 წლის ნახევარმცველი შალვა ფირცხალავა, 27 წლის თავდამსხმელი გოგა მოდებაძე და 22 წლის ფორვარდი გიორგი ჭედია. რაც შეეხება "თურანის" უახლოეს მატჩებს, ძოძუაშვილის გუნდი მიჯრით ორ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს -"ყარაბაღთან" და "ნეფთჩისთან", მერე კი ლიდერ ლენქორანის "ხაზარს" ესტუმრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"