ასათიანს აპატიებენო...

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ნუკრი რევიშვილის ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ეროვნული ნაკრებისა და მახაჩყალის "ანჟის" მეკარემ "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა - "ანჟის" თავკაცმა გაჯი გაჯიევმა თავიდანვე გვითხრა მე და ილია აბაევს, ზედიზედ 3-3 მატჩში მონაცვლეობით მოგიწევთ თამაშიო. ბოლო 3 მატჩში მახაჩყალელთა გუნდის კარს სწორედ აბაევი იცავდა, "ანჟიმ" კი ეს სამი მატჩი წააგო - "როსტოვთან" და "რუბინთან" 0:1, ხოლო "კრილიასთან" 0:3.

ამ წაგებათა შემდეგ "ანჟი" 23 ქულით მე-12 ადგილზეა. ახლა ქართველი მეკარის ჯერია და წესით, 3 ოქტომბერს, მოსკოვის "სპარტაკთან" საშინაო შეხვედრაში, მახაჩყალელთა კარი რევიშვილმა უნდა
დაიცვას. უფრო მეტიც - როგორც ჩანს, აბაევი და რევიშვილი მომდევნო სეზონში კონკურენტები აღარ იქნებიან. საქმე ისაა, რომ სეზონის ბოლოს აბაევს "ანჟისთან" კონტრაქტი უმთავრდება, ხელშეკრულების გაგრძელებაზე კი დაღესტნურ კლუბს უარი უთხრა.

რუსეთში მოასპარეზე კიდევ ერთ ჩვენებურზე უნდა გაცნობოთ. გეხსომებათ, ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი მალხაზ ასათიანი, ცსკა-ს ჩილელ ნახევარმცველ მარკ გონსალესთან ჩხუბის გამო, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით რომ დასაჯეს. "ლოკომოტივმა" სადისციპლინო კომიტეტს ასათიანისთვის სასჯელის განახევრების თხოვნით მიმართა. რკინიგზელთა გუნდის უფროსი დმიტრი ბალაშოვი გუშინ პრესას არწმუნებდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და ასათიანი უკვე უახლოეს მატჩში ითამაშებს. "ლოკომოტივი", რომელიც 30 ქულით მე-7 ადგილზეა, კვირას რამენსკოეს "სატურნს" სტუმრობს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული