სამუელ ეტოომ გურამ კაშია გაამწარა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 9 აგვისტოს მატჩებში ქართველთა ორივე კლუბმა მიიღო მონაწილეობა და გათამაშებას ორივე გამოეთიშა.

კიევის "არსენალმა" ერთი კვირის წინ შინ სლოვენიური "მურა" 3:0 გაანადგურა, მაგრამ იმის გამო, რომ მოედანზე დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი გაიყვანა, ტექნიკური 0:3 ჩაეთვალა.

სტუმრად "არსენალს" ურთულესი ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი და მიზნის მიღწევამდე მცირედი დააკლდა.

სანდრო კობახიძის გუნდმა 2:0 გაიმარჯვა, ქართველმა ნახევარმცველმა კი მატჩის მეორე წუთზე ანგარიში გახსნა. კობახიძე 81-ე წუთზე შეცვალეს, "არსენალმა" კი შეხვედრა ცხრა კაცის შემადგენლობით დაასრულა.

არნემის "ვიტესი" მახაჩყალის "ანჟის" ვერც საკუთარ მოედანზე გაუძალიანდა და კვლავ
0:2 დამარცხდა.

"ანჟის" მხრიდან ორივე გოლი სამუელ ეტოომ გაიტანა. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურია თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული