"ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელმა თქვა, რომ გადასვლას სერია A-ს კლუბები: "რომა", "ჯენოა", "ფიორენტინა" და "ინტერი" სთავაზობდნენ და მზად იყვნენ, ტრანსფერი 5-6 მილიონ ევროდ გამოესყიდათ.
ამის შესახებ "რომას" ვებგვერდიც იუწყებოდა. იყო ცნობა "ლივერპულისა" და "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზეც; milannews.it კი ამტკიცებდა, "მილანი" "ჯენოასთან" ერთობლივ ტრანსფერს განახორციელებსო.
თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელი არნემის "ვიტესში" დარჩა, კლუბში ევროპის ლიგაზე ითამაშა და ყველამ ჩათვალა, რომ ამ ტრანსფერებზე
"მოლაპარაკება დროებით გაჩერდა, მაგრამ წამოსვლამდე კლუბის პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას ველაპარაკე და მისგან წასვლაზე დადებითი პასუხი მივიღე.
ლაპარაკია "ჯენოაში" გადასვლაზე. იტალიელები მზად არიან, არნემული კლუბის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
ახლა ჩვენს მთავარ მწვრთნელს უნდა დაველაპარაკო და იმედია, მისგანაც თანხმობას მივიღებ.
ეს ტრანსფერი 100-დან 80 პროცენტით გადაწყვეტილია. ალბათ, უახლოეს პერიოდში ყველა საკითხი შეთანხმდება და აგვისტოს ბოლომდე "ჯენოასთან" კონტრაქტს გავაფორმებ", - გვითხრა ჭანტურიამ.
ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი არაფერს ამბობს, რამდენად შეეფერება სიმართლეს იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ტრანსფერს "ჯენოა" "მილანთან" ერთად ახორციელებს. თუმცა ესეც მეორეხარისხოვანი ამბავია - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ქართველი ფეხბურთელის გადასვლა მილანური გრანდის ინტერესის გარეშეც უდიდესი მოვლენა იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია "ლივერპულის" ხუთკაციან სიაშია
გიორგი ჭანტურია ადასტურებს: დიახ, მილანის "ინტერი" მიწვევს!
გიორგი დევდარიანი: რატომ არ შეიძლება, გიორგი ჭანტურიასაც მიეცეს შანსი?
გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი მღერიან [+VIDEO]
არნემის "ვიტესში" კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს ელიან