გადაწყვეტილია: სპარტაკთან ნუკრი რევიშვილი ითამაშებს

AutoSharing Option
ჩვენი ვარაუდი არ გეგონოთ, გადაწყვეტილი ამბავია - 3 ოქტომბერს, რუსული პრემერლიგის მორიგ ტურში, "ანჟის" კარს საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი დაიცავს. ამის შესახებ მახაჩყალელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა განაცხადა.
"დიახ, მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ ჩვენს კარს ნუკრი რევიშვილი დაიცავს. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს კავშირში არ არის წინა მატჩში ილია აბაევის მიერ გაშვებულ სამ გოლთნ. ჩვენთან ჯანსაღი კონკურენციაა და ეს როგორც მეკარეებს, ისე სხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებსაც ეხებათ. ყველა, და მათ შორის გოლკიპერებიც, მონაცვლეობით ითამაშებენ", - გაჯიევის ეს სიტყვები ცჰამპიონატ.რუ-მ გაავრცელა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული