იაშვილის დანიური დუბლი

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა. კარლსრუელები დანიას ეწვივნენ და ადგილობრივ "ჰერფოლგეს" გაეჯიბრა და 5:1 დაამარცხა. "კარსლრუეს" კაპიტანი იაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან ბოლომდე ითამაშა. "კარლსრუეს" ტაქტიკა 4-2-3-1 იყო და ჩვენებური ერთადერთი თავდამსხმელის უკან ირჯებოდა. იაშვილმა დანიელებთან ჩინებულად ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმის სტარტზე კრიზანტუსს საგოლე პასი გადააწოდა, მერე კი თავად დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგის გასულ სეზონში კარლსრუელებმა დაუგეგმავი ქულები დაკარგეს, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მე-10 ადგილს დასჯერდნენ. ახალ სეზონში, ლევან
კობიაშვილის ბერლინის "ჰერტასთან" ერთად, გერმანიის მთავარ ლიგაში დაბრუნებისთვის ალბათ "კარლსრუეც" იბრძოლებს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული