ua-football: კიევის "არსენალი" სანდრო კობახიძის გარეშე წარმოუდგენელია

AutoSharing Option
ვებ-გვერდმა ua-football-მა კიევის "არსენალისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სანდრო კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" გასვლით შეხვედრაში "ტავრიასთან" ფრე, 1:1 ითამაშა.

ინტერნეტ-გამოცემამ ქართველი ნახევარმცველის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:

"ქართველი ლეგიონერი უკვე მეორე შეხვედრაში გამოირჩა საგოლე გადაცემით. გასულ კვირას სანდროს ზუსტი პასი "ილიჩივეცთან" მატჩში გომენიუკმა გამოიყენა, რომელმაც "არსენალს" საბოლოო გამარჯვება მოაპოვებინა.

რაც მთავარია, დღევანდ
ელი "არსენალი" კობახიძის გარეშე წარმოუდგენელია", - აღნიშნავს ua-football.

Sportall.Ge

კობახიძემ საგოლე გადაცემის მომენტზე კომენტარი თავადაც გააკეთა:

"საგოლე გადაცემის მომენტი მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშების შედეგია. მთავარია,
ფეხბურთელი შენიშნო და ბურთი გადააწოდო. მე ეს გამომივიდა. თუმცა დამსახურება მაინც საულიუს მიკოლიუნას მიუძღვის, რომელმაც ბურთი მშვენივრად დაამუშავა და მეკარესაც შანსი არ დაუტოვა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული