ლეგიონერები: გია გრიგალავამ საჯარიმოდან "გოლი-მშვენება" გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
17 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე ოთხი ქართული გოლი გავიდა, რაც უშედეგო უქმეების შემდეგ ნამდვილად გამოსარჩევი ფაქტია.

რუსეთის პრემიერლიგაში "ამკარმა" "ვოლგას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. "ვოლგასა" და საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ 65-ე წუთზე თავისი გუნდი 2:1 დააწინაურა, თუმცა შემდეგ ნიჟნინოვგოროდელებმა ორი ბურთი მიიღეს და დამარცხდნენ (იხილეთ ვიდეო).

76-ე წუთზე გრიგალავას უხეშობისთვის "ვოლგას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც "ამკარმა" გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. გრიგალავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

დანიური "ორჰუსის" შემადგენლობაში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია მათე ვაწაძეს. სამაგიეროდ, გოლი გაიტანა დავით დევდარიანმა.

"ორჰუსმა"
შინ "მიდტიულანდს" 3:2 სძლია, დევდარიანი კი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და 86-ეზე ანგარიში 3:1 გახადა. "ორჰუსის" კიდევ ერთმა ქართველმა, დავით სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა.

თურქეთის სუპერლიგაში ოთხი ტურია ჩატარებული, შოთა არველაძის "ქაისერისფორს" კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს. 17 სექტემბერს "ქაისერი" სტუმრად "ორდუსფორთან" 2:3 დამარცხდა, ზურაბ ხიზანიშვილმა კი სრულად ითამაშა.

ფინეთში ირაკლი სირბილაძის "ინტერ ტურკუმ" შინ 3:3 ითამაშა "ტურკუსთან". ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე დუბლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული