რუსეთის პრემიერლიგაში "ამკარმა" "ვოლგას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. "ვოლგასა" და საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ 65-ე წუთზე თავისი გუნდი 2:1 დააწინაურა, თუმცა შემდეგ ნიჟნინოვგოროდელებმა ორი ბურთი მიიღეს და დამარცხდნენ (იხილეთ ვიდეო).
76-ე წუთზე გრიგალავას უხეშობისთვის "ვოლგას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც "ამკარმა" გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. გრიგალავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
დანიური "ორჰუსის" შემადგენლობაში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია მათე ვაწაძეს. სამაგიეროდ, გოლი გაიტანა დავით დევდარიანმა.
"ორჰუსმა"
თურქეთის სუპერლიგაში ოთხი ტურია ჩატარებული, შოთა არველაძის "ქაისერისფორს" კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს. 17 სექტემბერს "ქაისერი" სტუმრად "ორდუსფორთან" 2:3 დამარცხდა, ზურაბ ხიზანიშვილმა კი სრულად ითამაშა.
ფინეთში ირაკლი სირბილაძის "ინტერ ტურკუმ" შინ 3:3 ითამაშა "ტურკუსთან". ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე დუბლია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"