ლევან კობიაშვილის ბუნდესლიგური რეკორდი კლაუდიო პისარომ დაამხო

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგაში აღარ თამაშობს, რადგან მისი "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. კობი არც მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, რადგან დისკვალიფიცირებულია. თუმცა ეს ისტორია ყველამ იცის.

ისიც გეხსომებათ, რომ ლევანი სუპერრეკორდს უმიზნებდა - გერმანიის საფეხბურთო ელიტაში 336 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რითაც ბრაზილიელ ზე რობერტოსთან ერთად, ლეგიონერებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა...

...რომ არა "ჰერტას" დაქვეითება, დღეს ამის დაწერა ნამდვილად არ მოგვიწევდა: 25 სექტემბერს "ბაიერნის" პერუელმა თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგის 337-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და რეკორდსმენი გახდა.

სხვათა შორის, 33 წლის პისაროს სხვა რეკორდიც ეკუთვნის:
160 გოლით ის ბუნდესლიგის ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ეჰ, რეკორდი...(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული