ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ

AutoSharing Option
7 ოქტომბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, ალეკო ამისულაშვილისა და ნუკრი რევიშვილის "კრასნოდარი" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კრასნოდარელთა კაპიტანმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც განვლილ მატჩსა და თავისი ტრავმის შესახებ ესაუბრა.

- თითქოს კარგად ვითამაშეთ, ვფლობდით ბურთს, ვაგებდით კომბინაციებს… ვერ გამიგია, როგორ წავაგეთ. თუმცა, თავის მხრივ, "ზენიტიც" არ იყო უქმად.

- თამაშის შედეგზე რას იტყვით?
- მინიმუმ, წაგებას არ ვიმსახურებდით.

- მატჩის წინ მწვრთნელი ამბობდა, რომ წარმატების მისაღწევად გუნდს დაცვაში იდეალურად თამაში მართებდაო...
- გასაგებია,
რომ დაცვაში ყოველთვის ზედმიწევნით კარგად თამაშია აუცილებელი და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, მოედანზე ვის წინააღმდეგ ხარ გამოსული.

კაცმა რომ თქვას, "ზენიტს" ამ შეხვედრაში არც ჰქონია განსაკუთრებული მომენტები და ანგარიშიც არ ასახავს თამაშს.

- ფიქრობთ, რომ "ზენიტმა" კლასის ხარჯზე მოიგო?
- დაბეჯითებით რამის თქმა გამიჭირდება, თუმცა შესაძლოა, ასეც იყოს.

- მეორე ტაიმში სამედიცინო დახმარება აღმოგიჩინეს. რა მოხდა?
- ძლიერი დარტყმა მივიღე. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. საქართველოს ნაკრებში თამაშს ნამდვილად შევძლებ - მატჩი 12 ოქტომბერს გვაქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული