რომელ ქართველ ლეგიონერებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში?

AutoSharing Option
რუსეთში ლეგიონერებზე ლიმიტის ახალი ფორმატის დაწესებას აპირებენ. საკითხზე რუსეთის საფეხბურთო კავშირში ილაპარაკეს.

ცნობილი გახდა, რომ 1 დეკემბერს გასამართ აღმასკომის სხდომაზე რამდენიმე მოდელს განიხილავენ, მათ შორის, ინგლისურსაც. საუკეთესო შემთხვევაში, კლუბს 7 ლეგიონერის დამატების უფლება ექნება.

ვარიანტი 1: 6 ლეგიონერი+5 ადგილობრივი. ეს ვარიანტი დღემდე მოქმედებს.

ვარიანტი 2: 7+4. ამ დროს უცხოელმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს:

ა - განაცხადში მოსახვედრად, უცხოელმა წინა სეზონში საკუთარი კლუბის შემადგენლობაში შეხვედრათა 70 პროცენტი უნდა ჩაატაროს.

ბ - განაცხადში მოსახვედრად, უცხოელმა წინა შესარჩევ ციკლში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების
შემადგენლობაში შეხვედრათა 70 პროცენტი უნდა ჩაატაროს. ეს ბოლო მოდელი ის შეზღუდვაა, რომელსაც ინგლისისა და შოტლანდიის პრემიერლიგებში იყენებენ.

თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, გუნდი მოთამაშეს განაცხადში მაინც შეიყვანს, მაგრამ ვალდებული იქნება, 2 მილიონი რუბლი (დაახლოებით 63 700 დოლარი) გადაიხადოს. აქედან შესული თანხებით კი რუსეთში საბავშვო ფეხბურთის პროექტები დაფინანსდება.

და კიდევ: როგორც ჩანს, საბოლოოდ წერტილი დაესმება ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებისთვის შექმნილ სასათბურე გარემოს: თუ რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომმა ახალი დებულება დაამტკიცა, ლეგიონერად ჩაითვლება ორი პასპორტის მქონე ყველა ის მოთამაშე, რომელიც რუსეთის ნაკრებში არ თამაშობს.

ასეთ შემთხვევაში, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ზოგიერთ ქართველს პრობლემები შეექმნება. უკვე 12 ტური გაიმართა და ვნახოთ, ვინ რამდენჯერ ითამაშა კლუბსა და საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში:

კლუბი ნაკრები
1. ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი") - 4 მატჩი (33,33%), 2 მატჩი (50%),
2. ალეკო ამისულაშვილი ("კრასნოდარი") - 12 (100%), 4 (100%)
3. გია გრიგალავა ("ვოლგა") - 12 (100%), 3 (75%)
4. ჯანო ანანიძე ("სპარტაკი") - 7 (58,33%), 3 (75%)
5. შოთა გრიგალაშვილი ("ალანია") - 4 (33,33%), 0 (0%)
6. მერაბ ურიდია ("რუბინი") - 0 (0%), 0 (0%)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი მოშორდებიან ქართველები რუსულ და უკრაინულ ფეხბურთს სადაც ვერაფერს სწავლობენ და მარტო ფულის გამო მიდიან, მანდ თამაშს ისევ ბელგიაში ან შვეიცარიაში თამაში ჯობია, კაი იქნება აზერბაიჯანშიც იგივე მოხდეს
zura
10:32 26-10-2012
0
იქნება უკრაინამაც მიბაძოს და ცოტათი მაინც გვეშველება ... ))
Walkabout
14:52 25-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული