შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელიც მოსკოველებმა 0:2 დათმეს, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 62-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდა. იმ დროისთვის "სპარტაკს" გოლი უკვე გაშვებული ჰქონდა.
ბასკმა სპეციალისტმა რუსი ექსპერტის გულისწყრომა განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების გამო დაიმსახურა.
"სპარტაკი" "ბენფიკასთან" მატჩში აშკარად ფრეზეც ყაბულს იყო და გუნდმა აქცენტი დაცვაზე გააკეთა, რომელიც ხვრელებითაა სავსე.
არადა, უნაი ემერი ევროთასებზე ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩის
"ბენფიკა" გახსნილ ფეხბურთს თამაშობდა, რითაც მომენტების შექმნის საშუალებას მეტოქესაც აძლევდა. "სპარტაკი" კი საერთოდ ვერ ახერხებდა ბურთის გაკონტროლებას მოედნის ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი ხუთი ნახევარმცველი მოქმედებდა.
ემერიმ ჯანო ანანიძის გამოყვანა ტაიმნახევრით დააგვიანა. ამიხსენით, რა აზრი ჰქონდა ქართველი ნახევარმცველის სათადარიგოთა სკამზე ყოფნას მანამდე, სანამ "ბენფიკამ" არ გაგვიტანა?"
ასევე იხილეთ:
უნაი ემერიმ ჯანო ანანიძეს მოლოდინი კვლავ გაუცრუა
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]