წლეულს ჯილდოს პრეტენდენტი 30-მდე ახალგაზრდა ვარსკვლავია: შტეფან ელ შაარავი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იკერ მუნიაინი, მარიო გიოტცე, რაფაელ ვარანი, კოუტინიო, ტიბო კურტუა...
უეფას გამოკითხვაში 28 ევროპული სპორტული გამოცემის ჟურნალისტები, პარალელურად კი, გულშემატკივრებიც მონაწილეობენ.
ხმის მიცემა 10 დეკემბერს წყდება და გამარჯვებულის ვინაობას 28 დეკემბერს შევიტყობთ (http://www.tuttosport.com/sondaggi/calcio/risultati-1376/Vota+il+Golden+Boy+2012?ok=true).
13 ნოემბრის მონაცემებით, გულშემატკივართა გამოკითხვაში ჯანო მეორე ადგილზე იმყოფება და შვეიცარიული
1. მოჰამედ სალაჰი ("ბაზელი", ეგვიპტე) 24%
2. ჯანო ანანიძე (მოსკოვის "სპარტაკი", საქართველო) 22.5%
3. პაულ პოგბა ("იუვენტუსი", საფრანგეთი/გვინეა) 9.5%
4. შტეფან ელ შაარავი, ("მილანი", იტალია/ეგვიპტე) 8.1%
5. რაჰიმ სტერლინგი ("ლივერპული", ინგლისი/იამაიკა) 5.9%
ჯანო ანანიძეს 9 ნოემბერს მამა გარდაეცვალა და 11 ნოემბერს "კრასნოდართან" რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩი გამოტოვა.
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველს ამ ტკივილს ვერაფერი მოუშუშებს. თუმცა, იმედია, რომ ანანიძე "ტუტოსპორტის" გამოკითხვაში გაიმარჯვებს და დიდი ტკივილის შემდეგ საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძეს ქართველების მხარდაჭერა სჭირდება!
ჯანო ანანიძე: იმედი მაქვს, თემურ ქეცბაია ნაკრების ძირითადში მათამაშებს
უნაი ემერი გააკრიტიკეს - რა უნდოდა ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე?!
საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!
ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]