calciomercato: ჯანო ანანიძე ანდრეა პირლოს და ლიონელ მესის ნაზავია!

AutoSharing Option
იტალიური ინტერნეტ-გამოცემა "კალჩომერკატოს" აქვს რუბრიკა, სადაც მკითხველს ახალგარზდა ტალანტებს წარუდგენს.

ამჯერად, იტალიური გამოცემის ყურადღება საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მიიქცია.

რუბრიკაში ჯანოს განვლილი კარიერის ისეთ დეტალები გაიხსენეს, რაც ყველამ კარგად იცის. ამიტომ, მხოლოდ ფრაგმენტებს გთავაზობთ.

* * *
"რუბრიკის წინა ნომერში დონეცკის "შახტარის" სომეხ ფეხბურთელზე, ჰენრიხ მხითარიანზე მოგითხრობდით. ამჯერადაც "კავკასიურ ზონაში" ვრჩებით - რუბრიკის მორიგი გმირი მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი პლეიმეიკერი, ჯანო ანანიძეა.

Sportall.Geქობულეთი პატარა ზღვისპირა ქალაქია, სადაც ზაფხულში დასვენებას ამჯობინებენ ქართველები და მიმდებარე ქვეყნების მოსახლეობა.

მაგრამ ბოლო ორი წელია,
ქობულეთი ცნობილი იმითაც გახდა, რომ იქ ნიჭიერი ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე დაიბადა, რომელიც ევროპულ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ახლა ცდილობს.

ჯანო კახა კალაძის თანამემამულეა, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახდა. ანანიძის კარიერა კი ახლა იწყება.

2009 წლის ოქტომბერში, სანამ 17 წლის გახდებოდა, მოსკოვურ დერბიში "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგაში თავი გამოუჩენია.

წლეულს უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ვიხილეთ, "ბარსელონას" წინააღმდეგ კი 28 წუთი ითამაშა.

Sportall.Geდახასიათება
ჯანო უცნაური თვისებების მქონე რეჟისორია. გარკვეულწილად, ანდრეას პირლოს ჩამოჰგავს, მაგრამ ამავე დროს, მეტოქის საჯარიმოში დაახლოებით იგივე სტილში შეუძლია შეღწევა, როგორც ლიონელ მესის.

ეს კარგი სინთეზია ნახევარმცველისთვის, რომელიც თამაშსაც ალაგებს და კარგი დრიბლინგითაც გამოირჩევა.

და ეს ყველაფერი გაერთიანებულია მშვენიერ აზროვნებასთან. თუმცა, მოსკოველები მის როლზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან.

მოედნის ცენტრის გარდა, ჯანოს შეუძლია ითამაშოს საყრდენად და ორივე ფლანგის ნახევარმცველად.

საბაზრო ღირებულება
მას ყურადღება მხოლოდ ახლა არ მიაქციეს. დიდი ხანია, რაც "არსენალი" და "ლივერპული" აკვირდებიან. მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოუტანია.

"სპარტაკის" სპორტული დირექტორი დიმიტრი პოპოვი მოლაპარაკებებს უარყოფდა, მაგრამ დავადგინეთ, რომ ბოლო 2,5-წელია, რაც "სპარტაკს" ანანიძის თაობაზე უკავშირდებიან.

ასეთ შემთხვევაში, ანანიძისთვის ბევრად უფრო ფართო კარი გაიღება, ვიდრე ეს რუსეთის პრემიერლიგის სარბიელია.

Sportall.Geჯანოს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება. მისი ტრანსფერი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, რადგან დაახლოებით 2 მილიონ ევროდ აფასებენ და აუქციონის დაწყებამდე მისით დაინტერესება ღირს.

და თუ რომელიმე კლუბი "სპარტაკიდან" მის გამოსყიდვას მოახერხებს, ჯანო ანანიძე კარგად თამაშს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც მოახერხებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა?!
ჯანო ანანიძე "Golden Boy"-ს გამოკითხვაში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
ჯანო ანანიძე: იმედი მაქვს, თემურ ქეცბაია ნაკრების ძირითადში მათამაშებს
უნაი ემერი გააკრიტიკეს - რა უნდოდა ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე?!
საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!
ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟანო
marso
19:00 21-02-2013
0
მეც მიყვარს ეს ბიჭი. მისი ავტოგრაფიც კი მაქვს შვილისთვის რომელიც ასევე ფეხბურთს თამაშობს ...:)))ღმერთმა ხელი მოუმართოს ჯანოს, იმსახურებს!!
nukri
13:06 25-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული