გია გრი­გა­ლა­ვა: საქართველოში რომ მეცხოვრა, ალბათ, მორაგბე გავხდებოდი

AutoSharing Option
რუ­სულ­მა ინ­ტერ­ნეტგა­ზეთ­მა "სპორ­­­ტ­ბოქ­ს­მა" გია გრი­გა­ლა­ვას ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თ­ვა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნა­კ­რე­ბი­სა და ნიჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის "ვოლ­გას" მცველ­მა გა­იხ­სე­ნა, რო­გორ შე­უც­ვა­ლეს ამ­პ­ლუა და რა­ტომ ჰქონ­და სამ­შობ­ლო­ში მო­რაგ­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა.

"მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "ვოლ­გა" შარ­შან­დელ­ზე უფ­რო და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი უფ­რო შე­თა­მა­შე­ბულ გუნდს ხე­დავს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო მატ­ჩებ­ზე ით­ქ­მის.

იმე­დია, უიღ­ბ­ლო­ბის სე­რი­ას და­ვას­რუ­ლებთ, ბო­ლო ოთხე­ულს თავს და­ვაღ­წევთ და პირ­ველ­ლი­გე­ლებ­თან გა­და­თა­მა­შე­ბას თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ. სა­ერ­თოდ, სა­უ­კე­თე­სო რვა გუნდს ბევ­რით არც ჩამოვ­რ­ჩე­ბით...

"ვოლ­გას" ფორ­მით პირ­ვე­ლი გო­ლი ამ სე­ზონ­ში, "ამ­კა­რის" კარ­ში გა­ვი­ტა­ნე. არა­ვის გაკ­ვირ­ვე­ბია, სა­ჯა­რი­მო რომ შე­ვას­რუ­ლე, მარ­ცხე­ნა ფე­ხით და­სარ­ტყ­მე­ლად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი პო­ზი­ცია
იყო
(იხილეთ ვიდეო).

... სკო­ლა­ში ამ­პ­ლუ­ით თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ვი­ყა­ვი. მიყ­ვარ­და ბურ­თის თრე­ვა და პასს არა­ვის ვაძ­ლევ­დი. მე­რე მწვრთნელ­მა სას­ჯე­ლი­ვით გა­მო­მი­წე­რა ჯერ ნა­ხე­ვარ­და­ცა­ში და­ხე­ვა, ბო­ლოს კი - დაც­ვა­ში. გა­მო­დის, ის მარ­თა­ლი იყო.

ვარ­ჯი­შებ­ზე შე­ტე­ვა­ში ახ­ლაც ხში­რად ვერ­თ­ვე­ბი, მაგ­რამ ჩე­მი ად­გი­ლი მა­ინც უკა­ნა ხაზ­შია. ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ­დი, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად დაც­ვის ცენ­ტ­რ­ში თა­მა­ში მიყ­ვარს, მაგ­რამ დის­კომ­ფორტს არც მარ­ცხე­ნა ფლან­გ­ზე ვგრძნობ.

...მა­მა (ალე­კო გრი­გა­ლა­ვა) ცნო­ბი­ლი მო­რაგ­ბეა, სამ­ჯერ გახ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ მეცხოვ­რა, შე­საძ­ლოა, მეც მის გზას გავ­ყო­ლო­დი. მაგ­რამ 8 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩვე­ნი ოჯა­ხი ქუ­თა­ი­სი­დან როს­ტოვ­ში გა­და­სახ­ლ­და, ამ ქა­ლა­ქის სა­ფეხ­ბურ­თო ტრა­დი­ცი­ე­ბი კი ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი",
- ამ­ბობს 23 წლის ქარ­თ­ვე­ლი მცვე­ლი.

თა­ვი­დან გრი­გა­ლა­ვამ რუს გულ­შე­მატ­კი­ვარს თა­ვი პრე­მი­ერ­ლი­გა­ში საკ­მა­ოდ უხე­ში თა­მა­შით გა­აც­ნო:

"იყო დრო, რო­დე­საც ყვი­თელ-წი­თელ ბა­რა­თებს "ვაგ­რო­ვებ­დი" და ამის გა­მო ბევ­რი შეხ­ვედ­რა გა­მოვ­ტო­ვე. ახ­ლა ვცდი­ლობ, მსა­ჯებ­თან ნაკ­ლე­ბი ვი­ლა­პა­რა­კო, წვრილ­მა­ნე­ბის გა­მო კა­მათს უკ­ვე ვე­რი­დე­ბი - ამით მა­ინც ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ".

გრი­გა­ლა­ვა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის სჯე­რა:

"რა თქმა უნ­და, 2014 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ჯგუ­ფი­დან გას­ვ­ლა­ზე ლა­პა­რა­კი ძნე­ლია. ჩვე­ნი მე­ტო­ქე­ე­ბი ეს­პა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი არი­ან. პირ­ველ მათ­განს დღე­ი­სათ­ვის კონ­კუ­რენ­ცი­ას ვე­რა­ვინ უწევს. ფრა
ნგებს კი, იმე­დია, ნერ­ვებს გვა­რი­ა­ნად მო­ვუშ­ლით.

მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მო­მა­ვალ­ში და რომ ნაკ­რე­ბი უკეთ ათა­მაშ­დე­ბა. ჩვენ­თან ბევ­რი პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დაა, რომ­ლე­ბიც სწრა­ფად იზ­რ­დე­ბი­ან.

შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი­დევ ერ­თი ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა წა­მო­ვი­და, რო­მელ­საც გუნ­დის­თ­ვის სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია".


გრი­გა­ლა­ვა შე­ე­ხო თე­მას, რაც მა­ლე აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფო­რ­მა­ცი­ით, გი­ას გა­დაყ­ვა­ნა რუ­სულ, ინ­გ­ლი­სურ და გერ­მა­ნულ კლუ­ბებს სურთ. თუმ­ცა, "ვოლ­გას­თან" კონ­ტ­რაქ­ტი მხო­ლოდ 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ეწუ­რე­ბა და ალ­ბათ, 2013 წლის ზაფხუ­ლამ­დე მა­ინც დარ­ჩე­ბა.

გია გრი­გა­ლა­ვა: თავ­დას­ხ­მი­დან დაც­ვა­ში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა: რუსეთის ნაკრები უფრო მაღალი დონისაა, მაგრამ მე საქართველო ვარჩიე
გია გრიგალავა: შევეცდებით, გულშემატკივრები მომავალ მატჩებშიც გავახაროთ
გია გრიგალავამ რუსები გააოცა, ალექსანდრე ამისულაშვილმა ძველი დრო გაიხსენა
ლეგიონერები: გია გრიგალავამ საჯარიმოდან "გოლი-მშვენება" გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული