ერთი კვირის განმავლობაში გულშემატკივარს საშუალება ექნება, ხმა მისცეს 2012 წლის საუკეთესო ქართველ ლეგიონერს.
"გამოკითხვა 8 დეკემბერს, საღამოს დაიწყო. 20-კაციანი სია ორ ათეულად გაიყო. ორივე ათეულში ხმის მიცემა მხოლოდ თითო მოთამაშეზეა შესაძლებელი.
ერთი კვირის შემდეგ საუკეთესო ხუთეულები ერთ ათეულად დაჯგუფდება და საბოლოო ეტაპის გამარჯვებულის გამოვლენა დაიწყება.
თვის ბოლოს, გულშემატკივართა რჩეულს წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფეხბურთის ფედერაცია წლის საუკეთესო ლეგიონერის პრიზს გადასცემს", - გვითხრა ფედერაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა ოთარ გიორგაძემ.
პირველი ათეული
გურამ კაშია ("ვიტესი",
მურთაზ დაუშვილი ("კარპატი" ლვოვი, უკრაინა)
დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა)
ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი)
ლევან ყენია ("კარპატი" ლვოვი, უკრაინა)
გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი)
ალექსანდრე იაშვილი ("ბოხუმი", გერმანია)
დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია)
გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი)
ირაკლი სირბილაძე (ტურკუს "ინტერი", ფინეთი)
მეორე ათეული
ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი)
ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა)
თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა)
ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი)
ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი" ბაქო, აზერბაიჯანი)
ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი)
ლადო დვალიშვილი ("პოლონია", პოლონეთი)
ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა)
მამუკა ღონღაძე ("დაუგავა", ლატვია)
უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშესაც დაასახელებს. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ეროვნული ჩემპიონატის გამშუქებელი ჟურნალისტები გამოიკითხებიან.
გიორგაძის თქმით, მათ კანდიდატთა სია უახლოეს დღეებში დაურიგდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"