ეს პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიერ გატანილი მე-7 გოლია. ამ მონაგარს მან თავი 15 შეხვედრაში მოუყარა. ბოლო მატჩი მან შეუცვლელად ჩაატარა.
"პოლონიას" დღეისთვის 28 ქულა აქვს და ექსტრაკლასაში მესამე ადგილზეა. დვალიშვილის გუნდი ლიდერ "ლეგიას" 5 ქულით ჩამორჩება.
Video
ლადო დვალიშვილის გოლი პოგონთან მატჩში
ლადო დვალიშვილის გოლი პოგონთან მატჩში
დანიის სუპერლიგაში "ორჰუსმა" "სილკებორგს" უმასპინძლა. უხვგოლიანი დაპირისპირება ფრედ, 3:3 დასრულდა, თუმცა ქართველთა ანგარიშზე გოლი არ არის.
"ორჰუსის" შემადგენლობაში
კიდევ ერთი ორჰუსელი დავით სხირტლაძე თავისი გუნდის 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა.
12-გუნდიან სუპერლიგაში "ორჰუსი" 30 ქულით მე-6 ადგილზეა. დანიის ჩემპიონატში მომავალი წლის 3 მარტამდე შესვენება გამოცხადდა.
რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკი" ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე ესტუმრა ყაზანის "რუბინს" და 1:0 სძლია. ამის მიუხედავად, მეექვსე ადგილზე მყოფი მოსკოველები ლიდერთა ჯგუფს მაინც ძალიან ჩამორჩებიან.
რაც შეეხება ჯანოს, იგი მოედანს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება, თუმცა უახლოესი ოფიციალური მატჩი მის გუნდს 2013 წლის 9 მარტს აქვს. რუსეთის ჩემპიონატში პაუზა სწორედ იქამდე გასტანს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გალიდერების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა "სიმურგმა", რომელიც შინ ლენქორანის "ხაზართან" 2:2-ს დასჯერდა.
ანგარიში სტუმრებმა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გაქვითეს - "სიმურგის" ფეხბურთელმა ავტოგოლი გაიტანა.
"სიმურგს", "ყარაბახსა" და კახა ცხადაძის "ინტერს" 27-27 ქულა აქვთ, თუმცა "ინტერმა" კონკურენტებზე ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა და შესაბამისად, პოტენციური ერთპიროვნული ლიდერიც სწორედ ბაქოური კლუბია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"