ლევან კობიაშვილი გერმანიაში 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" ქართველი მცველი ლევან კობიაშვილი 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს. 35 წლის ფეხბურთელის დასჯის მიზეზი 2012 წლის მაისში, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" მატჩში არბიტრზე თავდასხმა გახდა.

სკანდალური მატჩის შემდეგ, რომელიც გამარჯვებულს პირველ ბუნდესლიგაში ადგილს უნაღდებდა, შეხვედრის არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა ლევანი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.

თავად ქართველმა ფეხბურთელმა ბრალდება არაერთგზის უარყო, თუმცა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მას წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მაინც მიუსაჯა.

VideoSportall.Ge
არეულობა ლევან კობიაშვილის მატჩში

რაც შეეხება ფულად ჯარიმას, მის გადახდას ლევანი სისხლის სამართლის საქმის დახურვისთვის დათანხმდა.

როგორც მისმა ადვოკატმა კრისტოფ შიკხარდტმა
ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მისი კლიენტის წინააღმდეგ საქმე დაიხურება.

მომზადებულია www.bild.de-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული