28 წლის მარცვალაძის ბოლო კლუბი "კრასნოდარი" იყო, სადაც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" გადავიდა. ახალ გუნდთან ქართველმა ფორვარდმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა გუნდში, სადაც თანაგუნდელებად ალექსანდრე ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი ჰყავდა, კარიერა ვერ ააწყო და კლუბთან შეთანხმება ვადამდე გაწყვიტა.
უგუნდოდ მყოფმა მარცვალაძემ გერმანიაში საზარდულზე ოპერაცია გაიკეთა, ბოლო დროს კი ვარჯიში განაახლა.
რაც შეეხება "სკა-ენერგიას", გუნდი რუსეთის პირველ დივიზიონში გამოდის და ამ დროისთვის
გუნდს აქამდე სომეხი სპეციალისტი ალექსანდრე გრიგორიანი წვრთნიდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, რომლის შემცვლელის ვინაობას 25 დეკემბერს გააცხადებს.
სხვათა შორის, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ომარ თეთრაძეც მოიაზრებოდა, თუმცა ქართველმა სპეციალისტმა რუსულ მასმედიაში გავრცელებული ხმები უარყო და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას "სკა-ენერგიადან" არავინ დაკავშირებია.
როგორც საიტი Sportbox.ru იუწყება, ხაბაროვსკული კლუბის ხელმძღვანელობა სხვა ქართველი ფეხბურთელების გადაბირებითაცაა დაინტერესებული და მათთან მოლაპარაკებებს მართავს.
ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძე: უარესიც ხდება, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება...
ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"