როგორც ჰოლანდიურ პრესაში იწერება, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ვლადიკავკაზელებმა მერაბ ჟორდანიას კლუბთან ქართველის ხუთი თვით გადაბირების თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით უკვე დაასრულეს.
ეს ინფორმაცია თავად ჭანტურიამაც დაადასტურა.
"რუსეთში მივემგზავრები - ვლადიკავკაზის "ალანიაში". ხუთი თვის შემდეგ დავბრუნდები", - უთხრა 19 წლის ქართველმა omroepgelderland.nl-ს.
ჭანტურიამ ჰოლანდიის ერედივიზიეს 2011/2012 წლების სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.
სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი "ტრანსფერმარკტი" ჭანტურიას 2 მლნ
შეგახსენებთ, რომ არნემულ კლუბში რჩება ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, რომელიც გუნდის კაპიტანია.
ამ ქართველი ბიჭების მრჩეველები უნდა შეაგროვო ერთად, გადაადნო და საპონი გამოუშვა...
მაგარი პროგრესია ბარსელონადან ალანიაში...
ეხ რაღას ვიზავთ, ხსოვნა და არდავიწყება იყოს...