გიორგი ჭანტურია: რუსეთში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" მივდივარ!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია იჯარის წესით ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებს.

როგორც ჰოლანდიურ პრესაში იწერება, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ვლადიკავკაზელებმა მერაბ ჟორდანიას კლუბთან ქართველის ხუთი თვით გადაბირების თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით უკვე დაასრულეს.

ეს ინფორმაცია თავად ჭანტურიამაც დაადასტურა.

"რუსეთში მივემგზავრები - ვლადიკავკაზის "ალანიაში". ხუთი თვის შემდეგ დავბრუნდები", - უთხრა 19 წლის ქართველმა omroepgelderland.nl-ს.

ჭანტურიამ ჰოლანდიის ერედივიზიეს 2011/2012 წლების სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი "ტრანსფერმარკტი" ჭანტურიას 2 მლნ
ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ არნემულ კლუბში რჩება ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, რომელიც გუნდის კაპიტანია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხუთივე ქვევით მპოსტავს ვეთანხმები...
ამ ქართველი ბიჭების მრჩეველები უნდა შეაგროვო ერთად, გადაადნო და საპონი გამოუშვა...
მაგარი პროგრესია ბარსელონადან ალანიაში...
ეხ რაღას ვიზავთ, ხსოვნა და არდავიწყება იყოს...
Walkabout
20:34 24-12-2012
0
რუსეთში თამაში არ წაადგება შენს კარიერას იქ ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ბოლომდე ვერ გაიხსნა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული