კობა შალამბერიძე პოლონეთის კოლორიტებში - "მასზე ფანები დიდ იმედებს ამყარებდნენ"

AutoSharing Option
მცირე ხნის წინ ვწერდით, რომ სატრანსფერო პერიოდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ხვდება კობა შალამბერიძე.

27 წლის შემტევი ნახევარცველი პოლონეთის ვოძისლავის "ოდრაში" თამაშობდა, მაგრამ მწვრთნელის ნდობის მიუხედავად, კლუბის პრეზიდენტმა საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ მასთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და შალამბერიძე უგუნდოდ დარჩა.

ახლა კობა საქართველოშია, ცხინვალის "სპარტაკში" დროებით, ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს და წინადადებებს ელოდება.

მანამდე კი პოლონურ პრესაში ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდით: პოლონეთის 1 ლიგის საინფორმაციო პარტნიორმა, შცეცინის მხარის საინფორმაციო პორტალმა ამ ლიგის კოლორიტული ლეგიონერების ათეული შეადგინა.

პოლონეთის 1 ლიგაში სულ 46 ლეგიონერია,
სიაში კი "ფლოტას" ყოფილი ქართველი ლეგიონერიც მოხვდა: ვლადიმირ ბოლჯევიცი (ჩერნოგორია), მილოს კოსანოვიცი (სერბეთი), ალექსანდრ სუვოროვი (მოლდოვა), როკ შტრაუსი (სლოვენია), ედგარ ერნჰარდტი (გერმანია), ივან უდარევიცი (ხორვატია), ენსარ არიფოვიცი (ბოსნია), კობა შალამბერიძე (საქართველო), სალომონ მავო (კამერუნი), მარკუს ვინიციუსი (ბრაზილია).

ყველა ფეხბურთელი ცალ-ცალკე დაახასიათეს, ვინ რამდენი გაიტანა, ზოგი საიმედო იყო და ასე შემდეგ. კობაზე შემდეგი წერია:

"პოლონელ გულშემატკივარს თავი ჯერ კიდევ ვოძისლავის "ოდრაში" დაამახსოვრა. "ფლოტაშიც" არაორდინარული ფინტებით გამოირჩეოდა, თუმცა მიზეზთა გამო ბოლოს აღარ ენდობოდნენ და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

არადა, მასზე ფანები დიდ იმედებს ამყარებდნენ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ მეც მიკვირს...

იმედია, ზედა ექვსეულის რომელიმე კლუბი აიყვანს
gocha
21:27 26-12-2012
0
კაი ბიჭია ეს...

აიყვანოს რომელიმე ქართულმა კლუბმა
gogoli
13:20 26-12-2012
0

სიახლეები პოპულარული