მოგეხსენებათ, ნალჩიკელთა გუნდში ჩვენი ნაკრების ორი ფეხბურთელი თამაშობს - ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და თავდამსხმელი დავით სირაძე. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "სპარტაკის" წვრთნაში ჩვენებურთაგან მხოლოდ სირაძე მონაწილეობდა. როგორც ირკვევა, გოგუა დაშავებულია და ამიტომ ვერ ვარჯიშობს. რუსული წყაროების მტკიცებით, გოგიტას ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით მოუწევს უქმობა.
ჩვენებურთა "სპარტაკი" 24 მატჩში მოპოვებული 36 ქულით მე-5 ადგილზეა. ნალჩიკელები მომდევნო მატჩს, შაბათს 23 ოქტომბერს,