კანკავას გააქვს, ლობჟანიძეს აკრიტიკებენ

AutoSharing Option
უკრაინის ვიშა ლიგის მე-13 ტური უჩა ლობჟანიძისა და მისი გუნდისთის წარუმატებელი აღმოჩნდა. დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ", რომლის სათავეში საელოვანესპანელ მწვრთნელ ხუანდე რამოსს დებიუტი ჰქონდა, მე-13 ადგილზე მყოფი ლუგანსკის "ზორია" შინ ვერ დაამარცხა და მე-4 საფეხურის დათმობამ მოუწია. ამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. პირველი ტაიმის შემდეგ ის ბრაზილიელი ალსიდესით შეცვალეს. "ზორია" ტარას ლაზაროვიჩის მიერ მე-2 წუთზე გატანილი სწრაფი გოლით დაწინაურდა. "დნიპრომ" შესვენებამდე აღადგინა წონასწორობა, მაგრამ 3 ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

ლუგანსკელებთან დაკარგული 2 ქული გამო, "დნიპროს" თავკაცმა ხუანდე
რამოსმა პრესასთან საუბარშიც არ დამალა უკმაყოფილება. ესპანელმა მწვრთნელმა თავისი გუნდის არაერთი სისუსტე ჩამოთვალა და ქართველ მცველსაც შეეხო.

"დაცვის მარჯვენა ფრთა ჩვენი გუნდის სუსტი წერტილია. ამ პოზიციაზე პირველ ტაიმში ლობჟანიძემ ითამაშა, მაგრამ დავალება სათანადოდ ვერ შეასრულა. იგივე შეიძლება ითქვას, ალსიდესზეც, რომელმაც ქართველი მცველი შეცვალა. შეიძლება ითქვას, მარჯვენა მცველის პოზიცია ჩვენთვის ყველაზე უფრო პრობლემატურია", - აღნიშნა რამოსმა.

დნეპროპეტროვსკელთა მეორე ჩვენებურ ჯაბა კანკავას რაც შეეხება, ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებულს ფორმის აღდგენის მიზნით დუბლშემადგენლობაში სტაბილურად ათამაშებენ. მთავარი გუნდისგან განსხვავებით, "დნიპროს" რეზერვისტებმა "ზორია" 3:2 დაამარცხეს. ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე ანატოლი მუდრიაკმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებაში ჯაბამ თავისი წვლილი შეიტანა - 56-ე წუთზე დნეპროპეტროვსკელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული