გიორგი სარჯველაძე: "ერკულესში" შემთხვევით ჩავირიცხე

AutoSharing Option
უცხოეთის ძლიერ ლიგებში უამრავ ქართველს უთამაშია, მაგრამ ესპანეთში მათი რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია: გიორგი დემეტრაძემ "რეალ სოსიედადის" ფორმა 13-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა, შოთა არველაძე "ლევანტეში" ტრავმებმა გაამწარა, სულ 4-ჯერ ითამაშა და ერთადერთი ლიგაა, სადაც თავი არ გამოუჩენია.

ესპანეთის ერთ-ერთ დაბალ ლიგაში გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი გუგავა, "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში იყო გიორგი ჭანტურია, მადრიდის "ატლეტიკოს" სკოლაში ვარჯიშობდა ზაზა ბერიძე, "რეალის" საბავშვო სკოლაში ვარჯიშობდა ჭაბუკიანი, რომლის ალი-კვალიც დავკ
არგეთ.

შესაძლოა, ესპანეთში კიდევ ვინმეს უთამაშია ან უვარჯიშია, მაგრამ ცხადია, ყველა არ გვეცოდინება.

ესპანეთის საფეხბურთო ჰოლივუდი ყველას გამორჩეულად იზიდავს, რადგან დღეისათვის ის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ლიგაა, იქ თამაში კი მოთამაშის კლასზე ან პერსპექტივაზე მეტყველებს.

ამიტომ გაგვიხარდა, როდესაც ეს ამბავი შევიტყვეთ: უკვე ერთი წელიწადია, სეგუნდა დივიზიონის (მეორე ლიგა) ალიკანტეს "ერკულესის" 19-წლამდელთა გუნდში თბილისში დაბადებული და ქართული საფეხბურთო სკოლების გაზრდილი გიორგი სარჯველაძე თამაშობს.

მასზე "ლელოს" არქივში საინტერესო ამბები მოვიძიეთ: 2010 წელს იყო კობა ჟორჟიკაშვილის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი და გუნდთან ერთად ურეკისა და თბილისის შეკრებები გაიარა, ითამაშა პალანგის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სადაც პოლონეთის, ინგლისისა და შვედეთის ჯგუფიდან საქართველო ელიტრაუნდში გავიდა.

ნახევარმცველი შარშან შემოდგომაზე კახა კაჭარავამ 19-წლამდელთა დასკვნით შეკრებაზეც მიიწვია.

2010 წელს კობა ჟორჟიკაშვილს ნაკრების 18-ივე მოთამაშის დახასიათება რომ ვთხოვეთ, სარჯველაძეზე შემდეგი ბრძანა:

"ცენტრალური ნახევარმცველია, კარგად ურტყამს ორივე ფეხით, აქვს პასის კულტურა, საიმედოა დაცვაში".

"ერკულესის" ასაკობრივი გუნდის ქართველ ლეგიონერს, გიორგი სარჯველაძეს ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ჯერ იმით დავიწყოთ, რომელ სკოლაში ვარჯიშობდი?
- თამაში "ოლიმპის" სკოლაში ჯონი ჯანელიძესთან დავიწყე. შემდეგ რამდენიმე წელი 35-ე სკოლაში გუბაზ დოლიძესთან ვვარჯიშობდი, ბოლო სამი წელი - თემურ ლორთქიფანიძესთან.

- ესპანეთში როგორ მოხვდი?
- სრულიად შემთხვევით. 2 წლის წინათ, დაახლოებით 4 თვე "დნიპროში" ასაკობრივ გუნდში ვვარჯიშობდი, მაგრამ ესპანეთში ცხოვრების უფლება მივიღე და უკრაინიდან წამოვედი. ოჯახთან ერთად, ალიკანტეში დავსახლდი. გუნდში მოწყობას შემპირდნენ, მაგრამ არ გამოვიდა და თბილისში დავბრუნდი.

შარშან აგვისტოში ესპანეთში საბუთების გასაფორმებლად ჩავედი. იმ პერიოდში გუნდები მოსამზადებელ პერიოდს იწყებდნენ. მამაჩემმა და მისმა მეგობარმა "ერკულესის" სპორტულ დირექტორს ჩემი გასინჯვა სთხოვეს. თავიდან უარზე იყო, მაგრამ როდესაც უთხრეს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მითამაშია და ასე შემდეგ, დათანხმდა.

ტესტირებაზე კიდევ 12 მოთამაშე დამხვდა. დასამალი რა არის, თავიდან ფიზიკურად გამიჭირდა, რადგან უვარჯიშებელი ვიყავი, მაგრამ 2 კვირის შემდეგ ყველა გასასინჯი ფეხბურთელი გაუშვეს და მხოლოდ მე დამტოვეს. მწვრთნელმა მითხრა, ერთი კვირა კიდევ დაგაკვირდებით, თუ ფიზიკურად მოუმატებ და გუნდელებთან ურთიერთობას მოახერხებ, დაგტოვებთო. ამ ერთი კვირის შემდეგ კონტრაქტი გამიფორმეს.

- რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმე?
- სამწლიანი, პლუს ენის შესწავლაში მეხმარებიან და ისეთი სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები შემიქმნეს, ვერც წარმოვიდგენდი.

- გუნდში სისტემატურად თამაშობ?
- მწვრთნელი მენდობა, "ერკულესის" 19-წლამდელებში უკვე 22 თამაში ჩავატარე და 4 გოლი გავიტანე. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ვვარჯიშობდი და მერე იქაურ მოთხოვნებსაც შევეგუე, თავიდან თამაში მაინც გამიჭირდა. საქართველოსთან შედარებით, აქ ბევრად მაღალი ტემპი და განსხვავებული სტილის ფეხბურთია, რომელზეც ადვილად ვერ გადაეწყობი. თანაც, ისეთი გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობდით, როგორებიც "ვალენსია", "ატლეტიკო", "ვილიარეალია". გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ფეხი დაგიცდა, დიდხანს მოგიწევს სკამზე ჯდომა.

- რა პოზიციაზე ასპარეზობ?
- უფრო ხშირად - ცენტრალურ ნახევარმცველად, ზოგჯერ ფლანგებზეც მათამაშებენ.

- უკეთეს კლუბში მიწვევები თუ გაქვს?
- "ლევანტესგან" იყო დაინტერესება, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია. სხვათა შორის, გუნდელები ვერ იჯერებდნენ, მენეჯერი რომ არ მყავდა და "ჰერკულესში" შემთხვევით მოვხვდი. მართლაც ძალიან გამიმართლა.

- კახა კაჭარავამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოგიძახა, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე გუნდში აღარ ყოფილხარ...
- ტრავმა მივიღე და ვერ ვითამაშე. ამის გამო მერე კლუბშიც გარკვეული პერიოდი გამიცდა, მაგრამ შემადგენლობაში ადგილი მაინც მალე დავიბრუნე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევანტეს 19 წლამდელ გუნდსჰი თამაშობდა ირაკლი ხარებავა 2007-2008
giorgi
30 იანვარი 2013 03:19
0
უამრავი ბავშვი თამაშობს ესპანეთში,ტორნიკე თაბაგარი,გიო გაბლიანი და კიდევ რამდენიმე მე ვიცი,საკმაოდ ნორმალურ გუნდებსი არიან ასაკის გათვალისწინებით
lipo
30 იანვარი 2013 02:01
0
ალკორკონშია სანდრო შერაზადაშვილი. 1996.
dudu
29 იანვარი 2013 22:55
0
მეგობარო, ბაჩო ლომინაძეზე რომ დაწერე, გთხოვ რედაქციაში დამიკავშირდე და ამ ბიჭის ამბავი დეტალურად მომიყვე.
მადლობელი დაგრჩები.

merab mamulaShvili
29 იანვარი 2013 22:29
0
პირობების გამო კარგია. ისე ჰერკულესი რა გუნდი კია. ბოლოდან მეორე ადგილზეა. თუმცა შეიძლება 19 ცლიანები კარგი ყავდეს
giorgi
29 იანვარი 2013 20:14
0
კიდევ თამაშობს ესპანეთში ახალგაზრდა ქართველი ბაჩო ლომინაძე ესპანიოლის რომელიგაც გუნდშია.
avtors
29 იანვარი 2013 15:43
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული