"ყოჩაღ, ქართველო!" - ვალერი კარპინის კომპლიმენტი ჯანო ანანიძეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ჰავბეკი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ესპანეთში შეკრებაზე იმყოფება.

მარბელაში დაბანაკებული მოსკოველები სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადებიან, მათი მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი კი ერთობ უცნაურ ვარჯიშებს იგონებს.

აი, მაგალითად, ამჯერად "სპარტაკის" თავკაცმა ფეხბურთელების გამძლეობაზე შემოწმება მოინდომა და ამის გაკეთება რატომღაც მუსიკის თანხლებით გადაწყვიტა. მოედანზე გამოტანილი ვეებერთელა დინამიკიდან გამომავალი ჰანგების ფონზე "სპარტაკის" ფეხბურთელებმა სიქის გაცლამდე ირბინეს.

მათ შორის იყო ჯანოც, რომელიც ბოლო დრომდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

როგორც ჩანს, ჯანო ანანიძემ კარპინის ტესტს თავი კარგად გაართვა და ამ უკანასკნელისგან შექებაც დაიმსახურა. საიტმა
www.championat.com-მა მარბელადან რეპორტაჟი გამოაქვეყნა, ერთ-ერთ ფოტოზე კი სწორედ ქართველი ფეხბურთელი და მისი მწვრთნელია აღბეჭდილი.

"ყოჩაღ, ქართველო!" - ეს კომპლიმენტი ვალერი კარპინისგან ჯანო ანანიძემ დაიმსახურა, რომელმაც გაცილებით მეტის გარბენა შეძლო, ვიდრე ბევრს წარმოედგინა", - წერს საიტი.

ასევე იხილეთ:
ანდრეი დიკანი: ჯანო ანანიძე "ბარსელონაში"? თავისუფლად შეიძლება
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ჯანოს "ბენტლი" და ზაზას ბილბორდი
"სპორტ-ექსპრესი": გადაიქცევა ჯანო ატომურ ჭიანჭველად?
ჯანო ანანიძე: საშინლად მომენატრა ფეხბურთი
ვალერი კარპინი: ჯანო ანანიძეს ადგილს ძირითადში ვუწინასწარმეტყველებ
ჯანო ანანიძე ანდრეა პირლოს და ლიონელ მესის ნაზავია!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის რატომ არ გაწერეთ ლევან კობიაშვილს მწვრთნელმა რომ თვალი ჩაუკრა?
odala
20:33 13-02-2013
0
და იაშვილს მოწონების ნიშნად მწვრთნელის მაღლა აწეული ცერა თითი :)))
nukri
22:37 13-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული