ჯანომ ითამაშა, ვაწაძემ და სხირტლაძემ გაიტანეს, გელაშვილი სასტარტოში გამოჩნდა

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმი" "მიუნხენ 1860"-ს ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა.

არადა, მე-17 წუთიდან მოყოლებული, კაცნაკლული თამაშობდა. გამარჯვების გოლი "ბოხუმმა" მე-10 წუთზე გაიტანა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ნიკოლოზ გელაშვილი, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს, მისმა თანაგუნდელმა ალექსანდრე იაშვილმა კი თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმი" 24 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

ლევან კობიაშვილის
"ჰერტა", რომელიც მეორე ადგილზეა, კვირას "აალენს" ეწვევა.

მოსკოვის "სპარტაკმა" მორიგი შეკრება დაიწყო, ამჯერად ესპანურ მარბელაში. იქ "სახალხო გუნდმა" პირველი სპარინგ-მატჩი
რუმინულ "ოცელულთან" გამართა და 2:1 გაიმარჯვა.

ჯანო ანანიძემ, რომელიც ტრავმისა და სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

"სპარტაკმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

Sportall.Geდანიური "ორჰუსისა" და შვედური "ჰელსინგბორგის" ამხანაგურ შეხვედრაში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორმა, მათე ვაწაძემ და დავით სხირტლაძემ გოლი გაიტანა.

"ორჰუსის" შემადგენლობაში მათ გარდა, დავით დევდარიანმაც ითამაშა. "ორჰუსმა" 4:1 გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
"ყოჩაღ, ქართველო!" - ვალერი კარპინის კომპლიმენტი ჯანო ანანიძეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული