საგულისხმოა, რომ "ბეშიქთაში" ევროპის ლიგის ჯგუფურ რაუნდში ასპარეზობს და სამი ტურის შემდეგ მე-2 ადგილზეა. შუსტერის გუნდმა გასულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა და მასში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ასპარეზობენ, როგორებიც არიან პორტუგალიელი რიკარდუ კვარეშმა, გერმანელები ფაბიან ერნსტი და მიხაელ ფინკი, თურქები ნიჰათ კაჰვეჩი, ფატიჰ თეკე და სხვები. აღსანიშნავია, რომ ეს გადამწყვეტი გოლი მატჩის უკანასკნელ წუთზე გერმანიაში დაბადებულმა
ჩვენი ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაც ჩაამთავრა. როგორც ირკვევა, ჩვენებურმა დაცვაში საიმედოდ ითამაშა და თანაგუნდელებს შეტევაშიც ეხმარებოდა. 74-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთისთვის ბრძოლა ამისულაშვილმა მოიგო და ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ თავით მისი დარტყმისას სტუმართა გამოცდილმა მეკარე რუშთუ რექბერმა რთული ბურთი მოიგერია.
ამ მოგებით "ქაისერისფორმა" 20 ქულა დააგროვა და "ტრაბზონთან" ერთად მეორე-მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას არველაძის გუნდი ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს თასის გათამაშებაში, ქვედა ლიგაში მოასპარეზე "ქარშიაქასთან", სტუმრად გამართავს.