19 წლის ჯგერენაიამ 45-ნომრიანი მაისური აირჩია და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ "ილიჩევეცში" გადასვლა მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
"გუნდი კარგია - ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი გვყავს. "ილიჩევეცში" ყველა ერთმანეთს ეხმარება.
საერთოდ, ფეხბურთის დონე უკრაინაში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში", - თქვა ჯგერენაიამ.
გარდა ამისა, გიორგიმ განაცხადა, რომ დავით თარგამაძეს აქამდე არ იცნობდა, თუმცა გუნდში ისეთებიც არიან, ვისთან
"გუნდში ჟორა შემარქვეს. დავითს აქამდე არ ვიცნობდი, ოქრიაშვილთან კი 21-წლამდელთა ნაკრებში მითამაშია".
ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა და ასევე, სამომავლო გეგმებიც გაამხილა.
პავლოვი აღნიშნავს, რომ ჯგერენაია, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან განვითარებულია.
"მის ასაკთან შედარებით, ჯგერენაიას ფიზიკური მდგომარეობა აღნიშვნის ღირსია, რა თქმა უნდა, კარგი კუთხით. მას ასევე შეუძლია მარცხენა მცველისა და ცენტრალური ბექის პოზიციაზე თამაში.
ის ორ პოზიციაზე თამაშობდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა საკუთარი გამოცდილებითა და ცივსისხლიანობით, რომელიც, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მის ასაკში გასაკვირია.
გიორგის კარგი შანსი აქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავოს".
მარიუპოლელთა თავკაცმა გაზაფხულის სეზონისთვის გუნდის შემადგენლობაზეც თქვა.
"სამი ნომინალური ფორვარდი გვყავს და კიდევ - თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, თავდამსხმელის პოზიციაზეც ითამაშებს.
რაც შეეხება თარგამაძეს, მას ცხვირი აქვს დაზიანებული, თუმცა ეს პრობლემას არ შეგვიქმნის, შიში გაუვლის და თამაშს შეძლებს".
პავლოვმა დსთ-ის გაერთიანებულ ჩემპიონატზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს დსთ-ის გაერთიანებული ჩემპიონატის მიმართ, სპეციალისტმა უპასუხა: "უარყოფითი".
მომზადებულია fcilich.com-ის, sport-express.ua-სა და terrikon.com-ის მიხედვით