გიორგი ქვილითაიამ "დიორის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული "სასკოს" 19 წლის ყოფილმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც ამჟამად უნგრული "დიორის" ღირსებას იცავს, ახალი გუნდის მაისურით ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.

ქართველმა ფეხბურთელმა უნგრეთის თასის გათამაშებაში სადებიუტო გოლი გაიტანა. "დიორისა" და "ეტო-ეგერის" შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. ქვილითაიამ გოლის გატანა 26-ე წუთზე შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია უნგრულ კლუბში ივნისამდე ითამაშებს, თუმცა კლუბს შეუძლია, მისი დატოვების შემთხვევაში ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

VideoSportall.Ge
გიორგი ქვილითაიას სადებიუტო გოლი დიორის მაისურით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ბავშვია!
buxuti
13:07 09-03-2013
0

სიახლეები პოპულარული