შოთამ და ამისულაშვილმა თასი დატოვეს

AutoSharing Option
"ბეშიქთაშთან" შინ მოგებული მატჩის შემდეგ, "ქაისერისფორმა", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, გუშინ სათასო მატჩი გამართა. როგორც ჩანს, ქაისერელებმა "ბეშიქთაშის" ძლევას დიდი ენერგია შეალიეს, რადგან გუშინ პირველ ლიგაში მოასპარეზე "ქარშიაკასთან" სტუმრად 2:3 დამარცხდნენ.

შოთამ მძიმე მატჩის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა და გუნდი გუშინ გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა. ჩვენი ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრაც ჩაამთავრა. სათასო მატჩი დრამატული აღმოჩნდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, "ქარშიაკამ" 70-ე წუთზე გახსნა ანგარიში. თუმცა 90-ე წუთზე ბილგინმა წონასწორობა აღადგინა და თამაში დამატებით ორ
ტაიმში გადაიზარდა. 95-ე წუთზე მარსელო სალაიეტამ "ქაისერისფორი" დააწინაურა, 2:1. თუმცა დასკვნით დამატებით ტაიმში მასპინძლებმა ორი ბურთით უპასუხეს და ქაისერელები 2:3 დამარცხდნენ.

ამ წაგებით შოთას გუნდი თასის გათამაშებას გამოეთიშა და ახლა მხოლო ჩემპიონატზე იქნება ორიენტირებული. "ქაისერი", რომელიც თურქულ სუპერლიგაში "ტრაბზონსფორთან" ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს, უახლოეს მატჩს კვირას, "ქაშიმპაშასთან" სტუმრად ჩაატარებს.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული