სპარტაკი ჯანოს ახალი კონტრაქტით დააბამს

AutoSharing Option
ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. უკვე გაცნობეთ, რომ ჯანოს გადაბირების სურვილი სანკტ პეტერბურგის "ზენიტმა" გამოთქვა და ნევისპირელები 15 მილიონ ევროსაც ჩამოდიან ქართველის სანაცვლოდ. "ზენიტამდე" კი ანანიძეს "სევილიამ", "იუვენტუსმა", "მილანტმა", "არსენალმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ" დაადგეს თვალი. ერთი სიტყვით, ანანიძეზე დიდი მოთხოვნაა და ყველას აინტერესებს, როდის ეწურება ჯანოს საკონტრაქტო ვადა, რა პოზიცია უჭირავს "სპარტაკს" ჩვენებურთან მიმართებაში.

მომდევნო სეზონის ბოლოს, ანუ 2011 წლის დეკემბერში ანანიძეს "სპარტაკთან"საკონტრაქტო ვადა უმთავრდება. მოსკოველთა გუნდის მთავ
არ მწვრთნელ ვალერი კარპინს ქართველი არ ეთმობა და კლუბის ხელმძღვანელობის პოზიციაც იგივეა. "სპარტაკისა" და ანანიძის ინტერესი ემთხვევა, ჯანო ჯერ არ ფიქრობს სხვა კლუბში გადასვლას. მეტიც, ანანიძეს "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა და მისმა აგენტმა, ჯანოს მამასთან ერთად უკვე შეადგინა ახალი ხელშეკრულება, რომელშიც ფეხბურთელს გაორმაგებული ფინანსური პირობები აქვს.

რუსულ ვებგვერდ Tden.ru-ს ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ჯანო თვეში 100 ათას დოლარს მიიღებს გასამრჯელოდ. თუ "სპარტაკი" ამ პირობებს არ დათანხმდება და ქართველთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, მაშინ გაისად დეკემბერში ჯანო თავისუფალი აგენტი გახდება. ანანიძეზე ისედაც დიდი მოთხოვნაა და მით უმეტეს, თუ ის თავისუფალი აგენტი გახდება ბევრად უკეთეს ფინანსურ პირობებს შესთავაზებენ. ლოგიკურად, "სპარტაკი" ჯანოს აგენტის მიერ შემუშავებული ახალი კონტრაქტის პირობებს უნდა დათანხმდეს და ანანიძესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯამელ
რატოა რეგიონალური შოვინიზმი თუკი ადამიანი თავის რეგიონს ასახელებს?? მაშინ ვაჟა ნამდვილი შოვინისტი ყოფილა "ფშაველა" ქონდა ფსევდონიმი!!!
უბრალოდ, კაცმა თქვა რო რეგიონებში ფეხბურთს მეტი ყურადღება უნდა მიექცესო და ასიანი მართალი თქვა რა!! და საერთოდაც, ჯანო შეაფასე და არა სხვების კომენტარები ჯობია!!!
madridista
11:15 02-11-2010
0
არ გვინდა ეს რეგიონალური შოვინიზმი...
აჭარას დაწერილი კომენტარი ჭეშმარიტი პროვინციალის კომპლექსის გამოვლინებაა. ჯანოს წარმატებები...
jamel
02:35 02-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული