კალაძემ მეკარე გაამხნევა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სერია A-ში ჩატარებული ტური კახა კალაძისა და მისი გუნდისთვის მარცხიანი აღმოჩნდა. "ჯენოა" "ინტერს" ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ მეკარის მიერ დაშვებული შეცდომით, მინიმალურად 0:1 წააგო. ეს ერთადერთი გოლი სალი მუნტარიმ, დაახლოებით სამი ათეული მეტრიდან გაიტანა. მუნტარის დარტყმული მეკარე ედუარდომ ვერ შეიმაგრა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

ამ შეხვედრაში კალაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მარცხენა მცველად ითამაშა და გამორჩეული მატჩი ჩაატარა. პრესასთან საუბარში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა თანაკლუბელი, მეკარე ედუარდო დაიცვა და გაამხნევა.

"მთელი მონდმებით ვითამაშეთ და ამ მატჩში ჩვენი გუნდის მებრძოლი ხასიათი კიდევ
ერთხელ გამოჩნდა. არა მხოლოდ დაცვის ხაზმა, არამედ მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. დასანანია, რომ დავმარცხდით ჩვენს ამ თავდადებას შედეგი არ მოჰყოლია. მართალია, გულდასაწყვეტი გოლი გავუშვით, მაგრამ მოთმინება უნდა ვიქნიოთ. რაც ედუარდოს დაემართა, მსგავსი შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული", - კალაძის ეს სიტყვები იტალიურმა ვებგვერდმა პიანეტაგენოა1893.ნეტ-მა გამოაქვეყნა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავაი კახი ამ სირებს არ უსმინო მიაწექი. :) :)) დავაი კახი
rezi
15:03 01-11-2010
0

სიახლეები პოპულარული