ცხადაძე რჩეულებშია

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა Trend.az-მა საინტერესო მასალა გამოაქვეყნა. კერძოდ, საიტმა აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში კლუბების მთავარი მწვრთნელების გასამრჯელოები გამოაქვეყნა და მაღალანაზღაურებადი მწვრთნელებიც გამოავლინა. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანში ყველაზე მეტს, ეროვნული ნაკრების თავკაცი ბერტი ფოგთსი იღებს. მისი წლიური ჯამაგირი 1.8 მილიონი ევროა.

როგორ ირკვევა, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, საკლუბო დონეზე ყველაზე დიდი ანაზღაურება "გაბალას" ინგლისელ თავკაც ტონი ადამსს აქვს, წლიურად 1 მილიონი მანათი, რაც 1.2 მილიონი დოლარის ტოლფასია. სიაში მყოფთა შორის ერთი ქართველია, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე. ჩვენებურის წლიური ჯამაგირი 200 ათასი მანათი, ანუ 240 ათასი
დოლარია. რაოდენ გასაოცარი უნდა იყოს, აზერბაიჯანში მომუშავე მეორე ქართველი, თაუზის "თურანის" თავკაცი რევაზ ძოძუაშვილი სიაში არაა.

მეტი სიცხადიასთვის უპრიანი იქნება აზერბაიჯანის მთავარი ლიგის კლუბების თავკაცთა წლიურ ანაზღაურებებს გავეცნოთ, რომელიც აზერბაიჯანულ მანათშია დასახელებული (1 აზერბაიჯანული მანათი 1.2 დოლარია).

1. ტონი ადამსი (გაბალა) - 1 მილიონი
2. ვინფრიდ შეფერი (ბაკი) - 500 ათასი
3. მირჩა რედნიკი (ხაზარ-ლენქორანი) - 400 ათასი
4. გურბან გურმანოვი (ყარაბაღი) - 250 ათასი
5. არიფ ასადოვი (ნეფთჩი) - 200 ათასი
6. კახა ცხადაძე (ინტერი) - 200 ათასი
7. ჯოკიჩა ხაჯიევსკი (სიმურგი) - 150 ათასი
8. ნაზიმ სულეიმანოვი (აზალ-ი) - 90 ათასი
9. ფუად ისმაილოვი (განჯა) - 70 ათასი
10. ალმირ ხურტიჩი (მუგანი) - 60 ათასი
11. რამილ ალიევი (ცსკა) - 10 ათასი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული