ირაკლი სირბილაძე: ფეხი საშინლად დაჩეხილი მაქვს [ფოტო]

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძე ეროვნულ ნაკრებში კვლავ ვიხილეთ. გარკვეული შესვენების შემდეგ თემურ ქეცბაიამ ფინეთის "ინტერის" 30 წლის ფორვარდი 5 ივნისს დანიასთან ათამაშა.

ახლა ირაკლის ფინეთის ვეიკაუსლიგაში იძულებითი შესვენება აქვს. ერთ-ერთ ბოლო მატჩში, "იაროსთან" არბიტრმა წითელი ბარათი აუფრიალა, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, თამაშებს მაინც გამოტოვებდა - ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი ლამის დაამტვრია და მკურნალობს.

"19 ივნისს "იაროსთან" გასვლაზე, პირველი ტაიმის ბოლოს მცველმა ფეხში ძალიან უხეშად ჩამარტყა და კოჭი გადამიბრუნდა. თამაშის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე და შესაცვლელი გავხდი.

მსაჯს წითელი ბარათიც რომ არ ეჩვენებინა, ორი
კვირა მაინც დასვენება მომიწევდა. წითელი კი არბიტრმა თამაშის შემდეგ მომცა, რადგან ყოველგვარი ჩხუბის და გაწევ-გამოწევის გარეშე ვკითხე, ასეთ უხეშობაზე რეაგირება რატომ არ მოახდინა.

ესეც იუკადრისა, რატომ დამელაპარაკეო და დამსაჯა. არადა, ფეხი საშინლად დაჩეხილი მაქვს",
- ამბობს ირაკლი სირბილაძე.

Sportall.Ge

სირბილაძის "ინტერი" ფინეთის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია, მაგრამ წლეულს ლიდერებს გვარიანად ჩამორჩა - 15 ტურის შემდეგ ტურკუს გუნდს 17 ქულა აქვს, მე-10 ადგილზეა (ვეიკაუსლიგაში 12 გუნდია) და გასავარდნების ზონაში მოხვედრილ ორ კლუბს 5 და 7 ქულით უსწრებს. თანაც, ტურკუს გუნდმა ამათზე ერთით მეტი შეხვედრა ჩაატარა.

ირაკლისთვის 2012 წელი კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო: ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და სეზონის ბომბარდირი გახდა. წლეულს კი 14 მატჩში სულ სამი გოლი გაიტანა.

ირაკლის ამის მიზეზებზეც ველაპარაკეთ:

"წლეულს საქმე კარგად ვერ ამეწყო. ტრავმაც მქონდა, თან შარშანდელი გუნდიდან 4 წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, მათ ნაცვლად კი დუბლებიდან აბსოლუტურად გამოუცდელი ბავშვები გადმოიყვანეს.

ცხადია, გუნდი დასუსტდა, მოტივაციაც ნაკლებია და ჩემპიონობას ვინ ჩივის, გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევს.

ამის გამო "ინტერიდან" წასვლა მსურდა. შანსიც იყო, სეზონის ბოლოს და წლეულს რამდენიმე წინადადება მქონდა, მაგრამ "ინტერმა" არ გამიშვა.

არაფერია, ოქტომბერში კონტრაქტი მიმთავრდება და იმედია, უკეთეს გუნდსა და ლიგაში გადავალ. ქართული გუნდებიდან არავის მივუწვევივარ და სიმართლე გითხრათ, დაბრუნების სურვილიც არ მაქვს".


შეგახსენებთ, რომ მალე ფინეთის ვიცე-ჩემპიონი ევროპის ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. I საკვალიფიკაციო ეტაპზე "ინტერი" 4 და 11 ივლისს ფარერის კუნძულების "ვიკინგურს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]
"ინტერს" ირაკლი სირბილაძის გოლი არ ეყო
ირაკლი სირბილაძემ მოიგო, გიორგი ჭანტურიას ტაიმი დაუთმეს
ირაკლი სირბილაძე: "ინტერიდან" წასვლის იმედი ჯერ კიდევ მაქვს
ირაკლი სირბილაძე: ქეცბაიას ინტერესი ყველა პირად ტიტულზე ძვირფასი იყო
ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...
ირაკლი სირბილაძე ფინეთში საუკეთესოდ აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინელებს ასეთი ტრავმის 2 კვირაში მორჩენა თუ შეუძლიათ სპორთული მედიცინა მართლაც მაღამ მწვერვალზე აუყვანიათ. ირაკლის მალე გამოჯანმრთელებას და საქართველოს ნაკრების მაისურით ბევრი გოლის გატანას ვუსურვებ!
guja_kakhadze
14:24 26-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული