ლევანმა დაბადების დღე ბერლინში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად რესტორანში აღნიშნა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი შეამჩნია, რომ ფეხი შეშუპებული ჰქონდა.
"დღის განმავლობაში და ვარჯიშზე არაფერი შემიმჩნევია, ვახშმის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა კი შევნიშნე, რომ მარჯვენა ფეხი საეჭვოდ შეშუპებული მქონდა.
თავიდან მხოლოდ თითები შემიშუპდა, ერთი საათის შემდეგ კი მთელი ფეხი!
ადრე, "ფრაიბურგში" თამაშის დროსაც
შესაბამისად, ლევანმა ამჯერადაც კლინიკას მიაშურა და მის ფეხს ექიმებმა მიხედეს. ეს ინფექცია გახლდათ, რის გამოც კობის მაშინვე ანტიბიოტიკები მიაღებინეს.
კობიაშვილი:
"არ ვიცი, საიდან განვითარდა ინფექცია და ამას ვერც ექიმები მეუბნებიან. კიდევ კარგი, რომ კლინიკაში მაშინვე წავედი და არა დილას, რადგან დილას რომ მივსულიყავი, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა.
ახლა ფეხი სამი დღე არ უნდა დავტვირთო, ვარჯიშის განახლებას კი ალბათ 5-6 დღეში შევძლებ".
მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: მაგრად შეგეშალა, ფრენკი! გახსოვთ ტონი მონტანა?
აი, რას ნიშნავს კობი გერმანელებისთვის! საქართველოს ნაკრებისთვის?