ოფიციალურად: ლაშა დვალი ინგლისური "რედინგის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
ლაშა დვალი ოფიციალურად გახდა ინგლისის ჩემპიონშიპის "რედინგის" ფეხბურთელი.

ინგლისური კლუბი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი მცველით შარშან, სლოვენიაში გამართული ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ დაინტერესდა.

მამუკა ღვიტიძისა და გუბაზ დოლიძის გაზრდილი ფეხბურთელი მაშინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

ტურნირის დასრულებისთანავე, "რედინგის" ხელმძღვანელობა დვალს სიტყვიერად შეუთანხმდა, რომ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა. საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის ლაშა 17 წლის იყო და არასრულწლოვანი დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზას ვერ მიიღებდა.

მიუხედავად ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი ახალგაზრდა ერთი წელიწადი რიგის "სკონტოში" იჯარით ითამაშებდა.

ლაშა 18 წლის 5 მაისს შესრულდა და ბრიტანელებთან კონტრაქტის გაფორმებას ლიტვაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იმედოვნებდა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად შესთავაზეს და მანაც ჩემპიონშიპის გუნდში გადასვლის სურვილი ხელმოწერით დაადასტურა.

"დიახ, "რედინგთან" კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გავაფორმე და უკვე ამ კლუბის ფეხბურთელი ვარ", - დაგვიდასტურა დვალმა. მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე სერბეთთან წაგებით იმდენად ხასიათწამხდარი იყო, მის კარიერაში ასეთ მნიშვნელოვან მოვლენაზე უფრო ვრცლად ლაპარაკის სურვილი არ ჰქონდა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა "რედინგს" თავისი მომავალი 4 წლით დაუკავშირა, მაგრამ წინასწარი შეთანხმებით, ერთ წელიწადს "სკონტოში" გაატარებს, ინგლისში კი მხოლოდ ამის მერე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალმა "სკონტოს" შემადგენლობაში უკვე 5 მატჩი ჩაატარა - ორი ლატვიის თასზე, ორი ევროპის ლიგაზე, ერთიც - ვირშლიგაში.

ცხადია, კარგი ამბავია, რადგან ბოლო დროს ქართველებით ინგლისში აღარ ინტერესდებოდნენ. ბოლოს იქაურ კლუბში ზურაბ ხიზანიშვილი ირიცხებოდა და ისიც "რედინგის" ღირსებას იცავდა, მაგრამ 2011 წელს "ქაისერიში" შოთა არველაძესთან გადავიდა.

ბრიტანეთში ქართველი ამის შემდეგაც თამაშობდა, ოღონდ დუბლშემადგენლობაში: 2012 წელს შოტლანდიური პრემიერლიგის "ინვერნესში" 18 წლის დაჩი ხუციშვილი ჩაირიცხა.

შემტევი ნახევარმცველი საქართველოში დაიბადა, თბილისის "ლოკომოტივისა" და "დინამოს" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა და გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც იყო მიწვეული. ინგლისში კი "ბარნსლის" აკადემიასა და კონფერენს ლიგაში "დინინგტონ თაუნში" გამოდიოდა.

სეზონის ბოლოს დაჩის "ინვერნესთან" ხელშეკრულება დაუმთავრდა და მის გახანგრძლივებას სთავაზობდნენ, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასული გუნდის ძირითადში დაწინაურების იმედი გადაეწურა. მას კი თამაში სურდა და სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობდა. მენეჯერი აიმედებდა, რომ შოტლანდიის პირველი ლიგისა და ინგლისის კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ვერ დავადგინეთ, ახლა ისევ "ინვერნესშია" თუ სხვაგან წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშა დვალი: გამოცდილება და თავდაჯერებულობა ევროპაზე ძალიან დამეხმარება
ლაშა დვალის ინგლისურ "რედინგში" გადასვლა გადაწყდა
ლაშა დვალი: "რედინგი" ოთხწლიან ხელშეკრულებას გამიფორმებს
ლაშა დვალი და რიგის "სკონტო": ლიცენზირების მოლოდინი
"სკონტოში" თამაზ პერტიას დანიშვნამ გამახარა - ლაშა დვალი ლატვიის ვიზას ელის
ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან მაგარი ბიჭია..წარმატებები ლაშაა
dato
11:54 26-07-2013
0
ძაან მაგარი მცველია და იმედია ოცნებას აიხდენს და პრემიერლიგაში ითამაშებს მალე
saba
13:05 26-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული