აკაკი ხუბუტიას მწვრთნელი შეიძლება ლოთარ მათეუსი გახდეს

AutoSharing Option
აკაკი ხუბუტიას გუნდი, სარანსკის "მორდოვია" ბოლო დღეებია უმწვრთნელოდ არის, რადგან ბოლო ტურში მარცხისთვის სერგეი პოდპალი გადააყენეს.

კლუბის ყოფილი მწვრთნელი ფიოდორ შჩერბაჩენკო "ჩემპიონატთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი გერმანელი ლოთარ მათეუსია:

"დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ მათეუსი კანდიდატთა შორისაა. კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა გერმანელს, თუმცა როგორ დასრულდა მოლაპარაკება, არ ვიცი", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ "მორდოვია" რუსული პრემიერლიგიდან გავარდა და ახლა I დივიზიონში ასპარეზობს.

ლოთარ მათეუსი ბოლოს ბულგარეთის ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა 2011-ში მოხსნეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული